საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

პრინცი ჩარლზი მოაკლებს შვილებსა და რძალს პრეს-მდივნის ფუფუნებას!
georoyal.ge

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ელისაბედ II ემზადება თანდათანობით გადასცეს სამეფო უფლებამოსილებანი პრინც ჩარლზს და წინ არის კიდევ დედოფლისა და მისი ვაჟის პრეს-ოფისების გაერთიანება.

 

როგორც გაირკვა, საქმე ამით არ დამთავრდება: მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იტყობინებიან, რომ ჩარლზს გადაწყვეტილი აქვს პრინც უილიამსა და ჰერცოგინია ქეითს ჩამოართვას საკუთარი პრეს-მდივნის ყოლის უფლება. მათი საქმეებით დაკავებული იქნება სამეფო სასახლის პრეს-ოფისი.

 

როგორც ჟურნალისტები ვარაუდობენ, მიზეზი ის გახლავთ, რომ ჩარლზი ცდილობს საზოგადოების ყურადღება მიაპყროს პრობლემებს, უფრო მნიშვნელოვანს, ვიდრე ეს არის ქეითის ჩაცმულობანი,  ან ჰარის რომანები (უილიამისა და ქეითის პრეს-ატაშე ჰარის რომანებითაც არის დაკავებული).

 

სინამდვილეშიც, საზოგადოების ინტერესი  მონარქთა ახალგაზრდა თაობისაკენ გაცილებით მეტია, ვიდრე უფროსი თაობისადმი. ჰერცოგინიას ყოველი გამოჩენა ან ჩარლზის რომელიმე ვაჟისა - ათასგვარი მითქმა-მოთქმის საბაბს იძლევა. ამ დროს, დედოფლისა და მომავალი მეფის საქმიანობა არცთუ იშვიათად კადრს მიღმა რჩება.

 

როგორც ამბობენ, ჩარლზს აწუხებს ეს ვითარება და  იმედოვნებს, რომ მის მიერ შეტანილი ცვლილებების შედეგად ბრიტანელთა ყურადღება მიეპყრობა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს თემებს - ეკონომიკას, გარემოს დაცვას, კულტურას და ა.შ. 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა გენადი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+471)
31 აგვისტოს (13 სექტემბერს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა გენადის, კონსტანტინოპოლელი პატრიარქის (+471) ხსენების დღეს.
მღვდელმოწამე კვიპრიანე, კართაგენის ეპისკოპოსი
gaq