|
გიორგი XII-ის კარაბადინის გადმოცემის ცერემონიალი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში georoyal.ge
13 თებერვალს, 14:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის სახელობის საგამოფენო დარბაზში მეფე გიორგი XII-ის კუთვნილი კარაბადინის ცენტრისთვის გადმოცემის ცერემონია გაიმართება.
საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის კუთვნილი კარაბადნი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალმა" კერძო მფლობელისგან შეიძინა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადმოსცა.
„კრისტალი" თავისი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხშირად ახორციელებს მსგავსი ტიპის პროექტებს და თავისი მცირეოდენი წვლილი შეაქვს ქართული კულტურის განვითარებაში. ჩვენ ხელნაწერი კეძო მფლობელისგან შევიძინეთ და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადავცემთ. კარაბადინი მნიშვნლოვანი ხელნაწერია და ის ცენტრში უნდა ინახებოდეს.’’ - განაცხადა "კრისტალის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თამარ ზამთარაძემ.
კარაბადინი წარმოადგენს რეცეპტების კრებულს, რომელიც XVIII საუკუნით თარიღდება. კრებულს ახლავს მეფე გიორგი XII-ის წარწერა, რისი მეშვეობითაც ვიგებთ რომ ის მეფის საკუთრება იყო, რომელიც მან მონასტერს შესწირა. |
|
|
29 აპრილს არის ხსენება წმიდა მოწამეთა: ლეონიდესი და დედათა - ქარიესისა, ნიკისა, გალინასი, კალისასი, ნუნეხიასი, ვასილისასი, თეოდორასი, ირინესი და სხვათა, რომლებიც აღესრულნენ კორინთოში 258 წელს. | წმიდა ქალწულმოწამენი: აღაპია, ირინე და ქიონია დები იყვნენ. ისინი იტალიის ქალაქ აკვილაში ცხოვრობდნენ. სიყრმეშივე დაობლებული გოგონები ღვთისმოსავ ცხოვრებას ეწეოდნენ და სამონაზვნოდ ემზადებოდნენ. მათ სულიერ მოძღვარს, მღვდელ ზენონს ღვთაებრივი გამოცხადებით ეუწყა, რომ მალე აღესრულებოდა, წმიდა ქალწულებს კი აწამებდნენ. |
| | | |
|