საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ესპანეთის მეფე ხუან კარლოს I გახდა ვერტმფრენ „Eurocopter NH90“-ის პირველი პილოტი
georoyal.ge

ხუან კარლოს I საკმაოდ გამოცდილი პილოტია, რომელსაც 10 ათასი საათი აქვს ნაფრენი, მათ შორის 3740 - ვერტმფრენებით.

2012 წლის 25 სექტემბერს ესპანეთის მეფემ, მისმა უდიდებულესობამ ხუან კარლოს I-მა დე ბურბონმა შეასრულა პირველი გაფრენა კომპანია Eurocopter-ის უახლეს ვერტმფრენ „NH90“-ით, რომელსაც ამზადებენ წარმოებისათვის და ამჟამად გადის გამოცდას  „Eurocopter“-ის ქარხანაში ალბასეტში (Albacete). ეს საფრენი მანქანა ესპანეთის საჰაერო-სამხედრო ძალებს (Spanish Army Airmobile Force (FAMET) უკვე მომავალ წელს ექნებათ თავის მფლობელობაში.          

 უკანასკნელ ხანებში ქვეყანათა მმართველებში პოპულარულია  დამოუკიდებელი საცდელი გაფრენები, კერძოდ, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის თავდაცვისათვის საჭირო საჰაერო ხომალდების შეძენას.

ხუან კარლოს I საკმაოდ გამოცდილი პილოტია, რომელსაც 10 ათასი საათი აქვს ნაფრენი, მათ შორის 3740 - ვერტმფრენებით.

ხუან კარლოსის საფრენოსნო კარიერა დაიწყო 1955 წელს ფეხოსანთა, სამხედრო-საზღვაო ფლოტია და საჰაერო-სამხედრო ძალთა აკადემიებსა და სამხედრო სკოლებში სწავლის დროიდან. მის საპატივცემულოდ აგებულია ესპანეთის  უნივერსალური სადესანტო ხომალდი „ხუან კარლოს I“. თავისი 74 წლის  და 50-წლიანი საავიაციო სტაჟის  მიუხედავად, ესპანეთის მეფე კვლავაც ახალგაზრდული შემართებით ლაშქრავს საჰაერო სივრცეებს.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq