"ჩემო ძვირფასო რუსებო. წუხელ გამოცხადდა, რომ მე პუტინი ჰიტლერს შევადარე. თუ მე ჩემი კომენტარით თქვენ გაწყენინეთ, ღრმად ვწუხვარ ამაზე. ადოლფ ჰიტლერი ისტორიაში იყო ყველაზე საშინელი ურჩხული და მასთან პრეზიდენტ პუტინის შედარება შეუთავსებელი იყო. ის, რაც უნდა თქმულ იყო და რასაც ეხლა გეუბნებით ესაა - ეს ბიჭი პუტინი ხანდახან ცოტათი მოჰიტლეროა.
მოდით შედარებისათვის განვიხილოთ მისი მიდრეკილება ტერიტორიების მიტაცებაზე, რომლებიც მას არ ეკუთვნის, მათი მიერთება საკუთარ ქვეყანასთან და ასე შემდეგ... როგორ გგონიათ, ესეთ ნამოქმედარს შეიძლება უწოდოთ მოჰიტლერო ან არა მოჰიტლერო? თუ ჩემი მხრიდან შევხედავთ, ეს უფრო ისაა, რასაც ჰიტლერი გააკეთებდა, ვიდრე ჰიტლერი არ ჩაიდენდა, და აქედან გამომდინარე, დიახ, ეგეთი მოქმედება შეიძლება ჩავთვალოთ უფრო მოჰიტლეროდ.
და, ასევე, რომ თემიდან არ გადაუხვიოთ, მოდით განვსაჯოთ ეს, ტანკების გამოყენების მანერა. მგონი მეტად მოჰიტლერო არის.
და ისევ, გასაგებად ვიტყვი: მე არ ვუწოდებ პუტინს ჰიტლერს - უბრალოდ, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ტანკების გამოყენება არ არის მოჰიტლერო, მაშასადამე, თქვენ ვერ ხართ გონიერებასთან კარგად.
ჩემი შენიშვნების გამო ზოგიერთმა ბრიტანელმა პოლიტიკოსმა მირჩია, რომ ჩემს სიტყვებზე უარი მეთქვა, როგორც უელსის პრინცის და ტახტის მემკვიდრის თქმული სიტყვებისაგან. სხვანაირად რომ ვთქვათ, ისინი გულის ხმობენ, რომ მე სიტყვის თავისუფლების უფლება არ გამაჩნია. თუ არ ვცდები, ოდესღაც ოცდაათიან-ორმოციან წლებში ასევე იყო ბიჭი, რომელიც ადამინების დასჯას ცდილობდა იმისათვის, რასაც ისინი ლაპარაკობდნენ. მე რა თქმა უნდა არ მინდა დავასახელო ზოგიერთი, მაგრამ თუ ქუდი შენზე მორგებულია...
პატივისცემით თქვენი სამეფო უმაღლესობა პრინცი ჩარლზი." |