საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

თიხის ყაყაჩოების „სისხლისფერი ზღვა“- ბრიტანეთი პირველი მსოფლიო ომის დაწყების 100 წლისთავს აღნიშნავს.
ქეთევან ხათუნა დარასელია

ომი, რომელმაც მსოფლიო წესრიგი შეცვალა 1914 წელს დაიწყო და ოთხი წელიწადი  1918 წლამდე გაგრძელდა. პირველ მსოფლიო ომმა კორექტივები შეიტანა არა მხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიო რუკაზე.

მსოფლიო ომების ისტორიეში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ომის დაწყების საბაბი აღმოჩნდა    ავსტრო-უნგრეთის ტახტის მემკვიდრე  ერცჰერცოგ ფრანც ფერდინანდის მკვლელობა სარაევოში. მას ახალგაზრდა სერბმა  სტუდენტმა  გავრილო პრინციპმა  მოუწყო თავდასხმა. ავსტრიის ერცჰერცოგის მკვლელობიდან რამდენიმე კვირაში ევროპის უდიდესი სამხედრო ძალები თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ ომში ჩაებნენ. „როგორ მოხდა ეს?“, — ჰკითხეს გერმანიის კანცლერს ომის დაწყებიდან ორიოდე დღის შემდეგ. „ოჰ, ნეტა ვინმემ იცოდეს“, — სინანულით თქვა კანცლერმა.

28 ივლისს ავსტრიამ ომი გამოუცხადა სერბეთს, მალე ამ ომში ჩაება რუსეთიც. 1 აგვისტოდან საფრანგეთი. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთი თავიდან ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა, 4 აგვისტოს გერმანული ჯარების ბელგიაში შეჭრის შემდეგ  ინგლისმა  შეცვალა გეგმები და 5 აგვისტოდან ისიც ჩაება ამ ომში.

2014 წლის 4 აგვისტოს ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები, კემბრიჯის ჰერცოგი პრინცი უილიამი და ჰერცოგინია ქეითი , პრინც ჰარისთან ერთად ბელგიის ქალაქ ლიეჟს ეწვივნენ, სადაც ბელგიის მეფე ფილიპესთან და დედოფალ მატილდესათან ერთად ომში დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალთან მათი ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონი

ალში მიიღეს მონაწილეობა. მოგვიანებით  კი St. Symphorien სამხედრო სასაფლაოზე გაემართნენ.

დღსვე მთელ ბრიტანეთის ეკლესიაბში ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელი მსახურება გაიმართა და მასობრივი აქცია  Lights Out  (ლაითს აუთ). რაც გულისხმობდა საღამოს 10-11 საათამდე შუქის გამორთვას და სანთლების დანთებას. აქციას შეუერთდა ბრენდი  Marks & Spencer (მარკს ენდ სპენსერ), რომელმაც გაყიდული სანთლების მთელი შემოსავალი ომში დაღაპულთა და ვეტერანთა ოჯახების დახმარების ფონდში გადარიცხა.

5 აგვისტოს პრინცი  უილიამი, ქეითი და ჰარი თაუერის კოშკთან მიმდინარე გრანდიოზულ არტ პროექტში მიიღებენ მონაწილეობას.  ომის მსხვერპლთა პატივსაცემად გამაოგნებელი არტ პროექტი მხატვარ კერამიკოსმა პოლ კუმინსმა და სცენის დიზაინერმა ტომ პაიპერმა  წამოიწყეს.  არტისტებმა გადაწყვიტეს 888 246 კერამიკული ყაყაჩოს ინსტალირება ტაუერის ციხის ირგვლივ. პროექტის სახელწოდებაა "სისხლმა გაჟღინთა მიწა და გააწითლა ზღვა" და თითოეული ყაყაჩო ომის მსხვერპლი თითო ბრიტანელი ჯარისკაცის სიმბოლოა.


მოხალისეებმა რამდენიმე კვირის წინ დაიწყეს თიხის ყაყაჩოების განლაგება ტაუერის კოშკთან.  სიმბოლური უკანასკნელი ყაყაჩო 11 ნოემბერს, ომის მსხვერპლთა და ვეტერანთა ხსოვნის ოფიციალურ დღეს უნდა ჩაამაგრონ ამ "სისხლისფერი ზღვაში".


ბრიტანელებს და არ მხოლოდ მათ მთელი ზაფხულისა და შემოდგომის განმავლობაში

შეუძლიათ თვალი ადვნონ პროექტის მიმდინარეობას სოციალურ ქსელებში და თავადაც მიიღონ მონაწილეობა. კერამიკის ყაყაჩოების შეძენა შეუძლია ყველა მსურველს,რომელიც დარეგისტრირდება სპეციალურ ვებ გვერდზე, შეიძენს სასურველი რაოდენობის ყვავილს და  შემდეგ „დარგავს“ მას თაუერის კოშკთან.

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq