საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

კეიტ მიდლტონი - ჟურნალისტების ფანტაზიის ასპარეზი
georoyal.ge

 „the Daily Mail“-ის ჟურნალისტებმა ჩაატარეს ექსპერიმენტები გვირგვინოსანთა სურათებით - თუ როგორები იქნებიან ისინი 30-40 წლის შემდეგ.

განსაკუთრებული ყურადღება ხვდა წილად კეიტ მიდლტონს - მისი წარმოსახვითი ფოტო  იმის მადასტურებელია, რომ იგი 60 წლის ასაკშიც ისეთივე მიმზიდველი იქნება, როგორიც ამჟამად არის.

მანამდე კი, მის ამჟამინდელ სილამაზეს ძალიან მოხერხებულად იყენებს მისი ორეული -       კეიტთან ფიზიკური მსგავსებით ერთმა უბრალო ოფიციანტმა გოგონამ ოცნებაში ნანატრი ბვშვობის ზღაპარი აიხდინა.  32 წლის ოფიციანტი ჰაიდი აგანი  ბედს ეწია - იგი როგორც ორი წვეთი წყალი, ისე ჰგავს  პრინც უილიამის მეუღლეს.

პრინცის კეიტ მიდლტონზე დაქორწინების შემდეგ  ოფიციანტს თავის პროფესიაზე უარის თქმა მოუხდა. იგი არავის გაუგდია სამსახურიდან. უბრალოდ,  ისე ხშირად ეშლებოდათ კემბრიჯელ ჰერცოგინიაში, რომ გადაწყვიტა ამ გზით ეშოვა ფული. ის ახლა ისევ დადის რესტორნებში, მაგრამ უკვე არა ოფიციანტის, არამედ სტუმრის როლში.  ყოველ ასეთ გამოჩენაში კეიტ მიდლტონის პოზაში ჰაიდის 650 ფუნტს უხდიან.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq