საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

საუდის არაბეთის მეფემ სახელმწიფო სათათბიროში ქალები დაუშვა
georoyal.ge

გაზეთი „აშ-შარკ ალ-ავსატი“ გვაუწყებს, რომ საუდის არაბეთის მეფის, აბდულას (აბდულაჰ ბინ

აბდულ აზიზი), განკარგულებით სახელმწიფოს 150 წევრიან უმაღლეს საკონსულტაციო საბჭოში 30

ქალი დაიშვება.

 

არაბეთის უმაღლესი საკონსულტაციო საბჭო, რომელსაც მეჯლის აშ-შურას უწოდებენ, 1992 წლიდან

არსებობს. მეჯლის აშ-შურა წარმოადგენს სახელმწიფო სათათბიროს, რომლის

კანდიდატებსაც თავად არჩევს თვით საუდის არაბეთის მონარქი. აქამდე მის წევრებად მხოლოდ

მამაკაცები ინიშნებოდნენ, ოთხი წლის ვადით.

 

გამოცხადებულია, რომ პრეტენდენტმა ქალბატონებმა უნდა დააკმაყოფილონ მთელი რიგი

მოთხოვნები. მეჯლის აშ-შურას წევრობის უფლება მხოლოდ 30 წელს მიღწეულ ქალბატონებს

ექნებათ, ისინი თავიანთ პროფესიულ სფეროში მაღალკვალიფიციურობით უნდა გამოირჩეოდნენ.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq