საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

დაიცავი დედა ენა! (2015 წლის 14 აპრილი, 16. 00 საათი, თბილისი, დედა ენის ბაღი)
georoyal.ge
დაიცავი დედა ენა!  
აფხაზთა კრების ორგანიზაციების აქცია

(2015 წლის 14 აპრილი, 16. 00 საათი, თბილისი, დედა ენის ბაღი)

სოხუმის სეპარატისტული რეჟიმმა გამოაცხადა, რომ 1 სექტემბრიდან ოკუპირებულ გალის რაიონში მთლიანად აიკრძალება ქართულად სწავლება იმ 11 სკოლაშიც, სადაც დღემდე მოსახლეობის და მასწავლებელთა მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად ნახევრადლეგალურად მიმდინარეობდა ქართული საგანმანათლებლო პროგრამებით სწავლება. რუსული გულაგის ადმინისტრაცია საბოლოოდ უსპობს ჩვენს 35 ათას თანამემამულეს საკუთარ ენაზე ურთიერთობისა და სწავლის უფლებას. პირდაპირ იქნა გაცხადებული ოკუპანტის მოზანიც-გალის მოსახლეობის ქართული საგანმანათლებლო სივრციდან, ქართული სახელმწიფოსაგან მოწყვეტა და ე.წ. აფხაზურ-რუსული საგანმანათლებლო პროგრამის იძულებითი დანერგვით მისი სრული რუსიფიკაცია.

პარალელურად გალელებს გაუუქმეს ე.წ. აფხაზური პასპორტები, უდიდესი მორალური და ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ სურთ აიძულონ ისინი უარი თქვან საქართველოს მოქალაქეობაზე და მიიღონ ე.წ. აფხაზეთის მოქალაქეობა. ამ მიზნით გალის რაიონში ჩატარებულ გამოკითხვა თავზარდამცემი აღმოჩნდა ოკუპანტისათვის. გამოკითხულთა 96 %-ზე მეტმა ღიად განაცხადა, რომ არიან საქართველოს მოქალაქეები.

საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უფლებები. მათ შორის, კონსტიტუციური უფლება განათლებაზე. მაგრამ ნაცვლად ამისა, გალელთა დევნა-შევიწროების აღმაშფოთებელ ფაქტებზე ჩვენი ხელისუფლება დუმს, რაც კიდევ უფრო აქეზებს რუს ოკუპანტს.

1978 წელს ქართველმა ერმა მშობლიური ენის დასაცავად უდიდესი სიმტკიცე, ერთსულოვნება და თავგანწირვისათვის მზადყოფნა გამოავლინა. თბილისში გამართული მძლავრი მანიფესტაციის გამო მრისხანე კომუნისტურმა იმპერიამ უკან დაიხია და ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსი შენარჩუნებულ იქნა. დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში გაცილებით უარესი მდგომარეობაა. მტერს სურს ქართული ენის სრულად ამოშანთვა.

უმძიმესი რასობრივი ჩაგვრის ქვეშ მყოფმა გალის ქართველობა არ აპირებს ენისა და მოქალაქეობის დათმობას. ჩვენი თანამოძმეები იმედით შემოგვყურებენ ენგურს გაღმიდან. მათი თანადგომა ყველა ჩვენთაგანის ვალია.დაიცავი დედა ენა! დაიცავი საქართველო!

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აღაპი და მასთან 7 მოწამე
15 (28) მარტს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე აღაპი და მასთან 7 მოწამის (+303) ხსენების დღეს.
22 მარტი - ხსენება წმიდა მოწამე ურპასიანესი (+295)
მაქსიმიანემ ბრძანა, ხეზე მიებათ ურპასიანე და ხარის გამხმარი ძარღვებით ეცემათ. შემდეგ წმიდანი რკინის გალიაში ჩასვეს და ცეცხლი შეუნთეს. წმიდა ურპასიანემ აუტანელი ტკივილები ლოცვით დაითმინა.
gaq