საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

გიორგი ჭყონდიდელის აკადემია აცხადებს კონკურსს ისტორიულ-ლიტერატურულ ნაშრომზე „საქართველო დავით აღმაშენებლის ეპოქაში“
georoyal.ge

2015 წლის 9 თებერვლიდან 12 მაისის ჩათვლით , წმ.გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემია აცხადებს კონკურსს ისტორიულ-ლიტერატურულ ნაშრომზე  „საქართველო დავით აღმაშენებლის ეპოქაში“ .


კონკურსი საქართველოს მასშტაბით, ორ ეტაპად , ოთხ საკონკურსო ჯგუფში ჩატარდება;


1. საჯარო და კერძო სკოლების მეათე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეები;


2. უმაღლესი სასწავლებლების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტები;


3. უმაღლესი სასწავლებლების და სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებების პედაგოგები და მეცნიერ-თანამშრომლები;
4. სხვა დაინტერესებული პირები. 


       კონკურსის პირველი ეტაპი 


შესარჩევი ტური პირველი, მეორე, მესამე საკონკურსო ჯგუფებისათვის ჩატარდება სასწავლო, სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებებში რეცენზიის მისაღებად.


დადებითად რეცენზირებული ნაშრომი წარედგინება აკადემიას ქვემოთ მითითებულ საკონთაქტო მისამართზე.


მეოთხე საკონკურსო ჯგუფი, ნაშრომს წარადგენს უშუალოდ აკადემიაში. თითოეულმა კონკურსანტმა ნაშრომი უნდა მოამზადოს ინდივიდუალურად და  წერილობით წარადგინოს დამოწმებულ რეცენზიასთან ერთად ქართულ ენაზე, ქვემოთ მითითებულ საკონთაქტო მისამართზე. როგორც ელექტრონული ფოსტის ასევევ  „საქართველოს ფოსტის“ საშუალებით . მოსწავლეებმა 8–10 –მდე გვერდი; სტუდენტებმა, პედაგოგებმა, მეცნიერ–თანამშრომლებმა და სხვა დაინტერესებულ პირებმა 12-15 –მდე გვერდი.


კონკურსის  ჩატარების ვადები 


კონკურსის პირველი ეტაპი – შესარჩევი ტური ჩატარდება 2015 წლის 9 თებერვლიდან 12 მაისამდე .


კონკურსის მეორე ეტაპი – დასკვნითი ტური ჩატარდება 2015 წლის 12 მაისიდან 01 სექტემბრამდე.


სამეცნიერო კონფერენცია და გამარჯვებულთა დაჯილდოვება ჩატარდება 2015 წლის 24 სექტემბერს ქალაქ მარტვილში.


ნაშრომთა კრებული გამოიცემა 2015 წლის 24 სექტემბერს


საკონტაქტო ინფორმაცია :
ტელ: 577929901; 577171676
 მისამართი
წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემია
მისამართი:
თბილისი,0186, სანდრო ეულის ქუჩა N3;
ელ. ფოსტა: Gchacademy@gmail.com

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq