საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

იმპერატორის პორტრეტი ამერიკელი ფოტოგრაფის ახლებური ინტერპრეტაციით
georoyal.ge

XVI საუკუნეში  იტალიაში მოღვაწეობდა  მხატვარი ჯუზეპე არჩიმბოლდო.  თანამემამულენი აღფრთოვანებულნი იყვნენ არჩიმბოლდოს ორიგინალური ქმნილებებით ცოცხალი  ხილისგან,  ბოსტნეულისგან და  ყვავილებისაგან. განსაკუთრებით ცნობილია მისი ნამუშევარი „ვერტუმნი“ - იმპერატორ რუდოლფ II-ის პორტრეტი  წელიწადის დროთა და მცენარეთა ღმერთის გამოსახულებით.

არჩიმბოლდო ბუნების ნობათით ქმნიდა რეალურ  პორტრეტებს და შემდეგ გადაჰქონდა ტილოზე. თანამედროვე ამერიკელი ფოტოგრაფი კლაუს ენრიკესი კი იგივეს აკეთებს, ოღონდ ტილოზე გადატანის ნაცვლად მყისიერად აფიქსირებს თავის ნამუშევრებს ფოტოაპარატით.

მისი შემოქმედება   მხატვრის ნამუშევრების ერთგვარი „რემეიკია“. სხვა ნაწარმოებებს შორის, ცხადია მას საკუთარი ინტერპრეტაციით აქვს შესრულებული იმპერატორ რუდოლფ II-ის პორტრეტიც, რომლის გარდაცვალებიდან წელს შესრულდა ზუსტად 400 წელი.  

ჩვენს დრომდე მოღწეულია ჰანს ფონ ააჰენის მიერ კლასიკურ სტილში შესრულებული რუდოლფ II-ის პორტრეტი, რომლის მეოხებითაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ არჩიმბოლდოს და ენრიკესის შემოქმედებით ფანტაზიაზე.  

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq