|
წიგნის პრეზენტაცია – "SAVAK" – ირანის შაჰის დაზვერვისა და სახელმწიფო უშიშროების სამსახური georoyal.ge
შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევის დაზვერვისა და უშიშროების სამსახურის „სავაქ“-ის საქმიანობამ 21-ე საუკუნის პირველ ათწლეულში ხელახლა მიიპყრო მკითხველთა ყურადღება.
1953 წ. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, შაჰმა გადაწყვიტა შეექმნა ეფექტური შიდა უსაფრთხოების სამსახური, რათა გაეძლიერებინა მონარქიული რეჟიმი და აღეკვეთა უცხო ქვეყნების აგენტურის ძირგამომთხრელი საქმიანობა.
1957 წელს აშშ-ს „ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო“-სა და ისრაელის „მოსადი“-ს უშუალო მონაწილეობით დაარსდა „სავაქი“ („საზმან-ე ეთელაათ ვა ამნიათ-ე ქეშვარ“).
მიუხედავად იმისა, რომ „სავაქი“ ფართოდ იყო ჩართული „წითელი საფრთხესა“ და მემარცხენე ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლაში, საბოლოოდ, მისი დანიშულება იყო შაჰის პოლიტიკური ოპონენტების იდენტიფიცირება და განეიტრალება.
1979 წელს შაჰის რეჟიმის დამხობის შემდეგ და ხელისუფლებაში აიათოლა ხომეინის მოსვლისთანავე „სავაქი“ გაუქმდა და შეიქმნა ახალი საიდუმლო პოლიცია და უშიშროების სამსახური — „ვევაქი“ (ირანის ინფორმაციისა და ეროვნული უშიშროების სამსახური).
პრეზენტაციის ფარგლებში, შევეცდები მსმენელს მოვახსენო აღნიშნული საკითხის მნიშვნელობა.
დასწრება თავისუფალია.
მისამართი: ლ. გუდიაშვილის 7, მე-2 სართული, საგამოფენო დარბაზი.
პრეზენტაცია გაიმართება 8 ივლისს, 17 საათზე |
|
|
მართალი ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ვისი ხსენებაც აღესრულება 10 სექტემბერს, ასერის ტომიდან იყო. მან მხოლოდ შვიდი წელი იცხოვრა ქმართან, შემდეგ კი, დაქვრივებული, მკაცრი კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა და „არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე“ (ლკ. 2,37). | ღირსი მოსე შავი, რომლის ხსენებასაც დღეს აღასრულებს მართლმადიდებელი ეკლესია, IV საუკუნეში ცხოვრობდა ეგვიპტეში. წარმოშობით ეთიოპიელმა ზანგმა ეს ზედწოდება პირისკანის ფერის მიხედვით მიიღო. ახალგაზრდობაში წმიდანი ერთი დიდებულის მონა იყო და ერთგულადაც მსახურობდა, მაგრამ შემდეგ მკვლელობისათვის ბატონმა სასახლიდან გააძევა. მართლმსაჯულებას გაქცეული მოსე ავაზაკების გუნდს შეუერთდა, მათ კი მკაცრი ხასიათისა და დიდი ფიზიკური ძალის გამო წინამძღოლად აირჩიეს. |
| | | |
|