|
ბატონიშვილ პეტრე ბაგრატიონ-გრუზინკის დაბადების დღე georoyal.ge
დაიბადა 1920 წლის 28 მარტს, მეფე გიორგი XII-ის მემკვიდრის, პეტრე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახში.
1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1933 წლიდან დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა; 1945 წელს დააპატიმრეს ანტისაბჭოთა ლექსებისათვის; ავტორია არაერთი მუსიკალური კომედიის ლიბრეტოსი; მის ლექსებზეა დაწერილი გიორგი ცაბაძის "ჰიმნი სიყვარულს", "მიმღერე რამე", "სადაც გინდა, იქ ილოცე"; ბიძინა კვერნაძის "გაზაფხულდა"; ოთარ თევზაძის "ობელისკები"; აღსანიშნავია რევაზ ლაღიძის "სიმღერა თბილისზე", რომელიც თბილისის 1500 წლისთავისათვის დაიწერა; ასევე მის ლექსებზე დაიწერა სიმღერები ცნობილი მხატვრული ფილმებისთვის: "კეთილი ადამიანები", "ბაში-აჩუკი", "დღე პირველი, დღე უკანასკნელი", "აბეზარა", "მხიარული რომანი", "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", "განგაში", "მიმინო"; ჯილდოები, პრემიები და პრიზები1979 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
ბიბლიოგრაფია ლექსები, პოემები, მინიატურები, სასიმღერო ლექსები, ნათარგმნი ლექსები (ავტორი). - თბილისი, გამ-ბა "ეროვნული მწერლობის" სტ., 2009. - 392 გვ.. - ISBN: 978-99940-28-37-5
გარდაიცვალა 1984 წლის 13 აგვისტოს (64 წლის ასაკში). დაკრძალულია სვეტცხოველში. |
| სამეფო ოჯახი - ძმები ილია, პეტრე და გიორგი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკები დედასთან ელენე ზაქარიას ას. თარხან-მოურავთან ერთად |
|