საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

გიორგი თევზაძე (სამეფო კლუბის იურიდიული კოლეგიის ხელმძღვანელი):კონსტიტუციაში უცხოელებზე მიწის გასხვისების აკრძალვის ჩანაწერის დაფიქსირება აუცილებელია
საქართველოს პრეზიდენტი კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში არასამთავროების წარმომადგენლებს შეხვდა.
  გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას კონსტიტუციის ახალი პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებზე საკუთარი შეხედულებები გააცნო, მათი მოსაზრებები მოისმინა და დასმულ შეკითხვებს უპასუხა. 

კონსტიტუციის განხილვის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას უფლებადამცველმა, სამეფო კლუბის იურიდიული კოლეგიის ხელმძღვანელმა - გიორგი თევზაძემ ისაუბრა საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი უცხოელებზე მიწის გასხვისების აკრძალვის აუცილებლობის შესახებ. გიორგი თევზაძემ პრეზიდენტთან  საუბრისას  საქართველოს კონსტიტუციაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე  და უცხო ქვეყნის წარმომადგენელთა მიერ საქართველოში დაფუძნებულ კომერციულ კომპანიებზე, თუ ბანკებზე მიწის გასხვისების აკძალვის ჩანაწერის აუცილებლობის დაფიქსირების შესახებ გაამახვილა ყურადღება. 

 გიორგი თევზაძის  განცხადებით, თუ საქართველოს ხელისუფლება და საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს საქართველოს კონსტიტუციაში უცხოელებზე მიწის გასხვისების აკრძალვის ჩანაწერის დაფიქსირებას.ასეთ შემთხვევაში მომავალში შესაძლებელია საქართველოში მოსახლეობის მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით,  ქართული მიწის უმეტესი ნაწილის მესაკუთრე აღმოჩნდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეები და საქართველოში დაფუძნებული იურიდული პირები და ბანკები ხოლო ქართველი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დარჩეს მიწის საკუთრებისა და სარგებლობის გარეშე.

ეთერ ბალაძე
http://geomediapress.ge/გიორგი-თევზაძე-კონსტიტუ/

მამული, ენა, სარწმუნოება

10 ივნისი - ხსენება წმიდა მოწამე ელიკონიდასი (244)
წმიდა მოწამე ელიკონიდა ცხოვრობდა ქალაქ თესალონიკში III საუკუნეში. ქრისტიანთა დევნის დროს წმიდანი კორინთოში ჩავიდა და წარმართთა შორის ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო, რისთვისაც შეიპყრეს და ქალაქის მმართველ პერინიუსს მიჰგვარეს. წმიდა აღმსარებელი სასტიკად ცემეს და გახურებულ ღუმელში ჩააგდეს, მაგრამ ცეცხლიდან უვნებელი გამოვიდა.
10 ივნისი - ხსენება წმიდა ნიკიტასი, ქალკედონის ეპისკოპოსისა (IX)
წმიდა ნიკიტა, ქალკედონის ეპისკოპოსი VIII საუკუნის მეორე ნახევარში ცხოვრობდა. მას ღვთივსათნო ცხოვრებისათვის დაასხეს ხელი ქალკედონის ეპისკოპოსად. წმიდა ნიკიტა გულმოწყალებით გამოირჩეოდა; ზრუნავდა ქვრივებსა და ობლებზე, მხარში ედგა უსამართლოდ დაჩაგრულებს, ეხმარებოდა ღარიბებს. მისი სახლი მწირთა თავშესაფრად იყო ქცეული.
gaq