საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

საქართველოს სამეფო კლუბის განცხადება ორმაგი მოქალაქეობის შესაძლო დაშვებასთან დაკავშირებით
georoyal.ge

საქართველოს პარლამენტს

საქართველოს  სამეფო კლუბის

განცხადება ორმაგი მოქალაქეობის შესაძლო დაშვებასთან  დაკავშირებით

            როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა თქვენ საკონსტიტუციო ცვლილებებში  განიხილავთ დაუშვათ საქართველოში ორმაგი მოქალაქეობა. ჩვენი აზრით ეს საქართველოსთვის მძიმე შედეგებს მოგვიტანს, რადგან ძალიან ბევრი მოინდომებს გახდეს საქართველოს მოქალაქე, თუნდაც ჩვენთვის არასასურველი ქვეყნებიდან ან ბევრი საქართველოს მოქალაქე გახდება ამ ქვეყნების მოქალაქეც და ჩვენ მათ უარს ვერ ვეტყვით ან ვერ შევუწყვეტთ მოქალაქეობას, რადგან საქართველოს კონსტიტუცია  აღიარებს საყოველთაოდ აღიარებულ სამართლებრივი  პრინციპების პრიმატს შიდა სახელმწიფოებრივ ნებისმიერ აქტზე - მათ შორის ადამიანთა თანასწორობას და დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპებს. ამან კი შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებს. თუ აღნიშნული პირები გახდებიან ან დარჩებიან საქართველოს მოქალაქეები, მაშინ ისინი უფლებრივად გათანაბრდებიან დანარჩენ მოქალაქეებთან და შეიძლება შეიცვალოს ქვეყნის გეოპოლიტიკური და სტრატეგიული კურსი ან ქვეყნის  დემოგრაფიული მდგომარეობა. ასეთ შემთვევაში ჩვენ მოგვიწევს დავაწესოთ მათთვის გარკვეული სამართლებრივი შეზღუდვები - მაგალითად საარჩევნო და მიწაზე საკუთრების უფლების არ ქონა მათთვის. აღნიშნული კი ეწინააღმდეგება ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს - მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობას და დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპს. ამიტომ გთხოვთ დატოვოთ ის ჩანაწერი, რაც ამჟამად გვაქვს და უფრო მეტიც, გაამკაცროთ საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები და ეს დაშვებული იქნეს მხოლოდ ეთნიკურად ქართველი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ან მოქალაქეობის არ მქონე პირთათვის და ისეთ პირზე, ვისი საქართველოს მოქალაქეობაც შედის საქართველოს ინტერესებში, ისიც მკაცრი შემოწმების და გამოცდების შემდეგ.

 

სამეფო კლუბის სახელით დავით ხიზანიშვილი

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-12-12
მღვდელმოწამისა აბიბოსისა, ნეკრესელი ეპისკოპოსისა (VI); მოწამისა პარამონისა და მისთანა 370-თა მოწამეთა (250); მოწამისა ფილუმენისა (დაახლ. 274); ღირსისა აკაკი სინელისა (VI).
წმიდა მოწამენი: პარამონი და სხვანი სამას სამოცდაათი მის თანა (+250)
29 (12.12) ნოემბერი
ღირსი აკაკი სინელი (VI)
29 ნოემბერს (12 დეკემბერს) აღინიშნება ღირსი აკაკი სინელის (VI) ხსენების დღე.
gaq