საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

კამბოჯის მეფე ნოროდომ სიანუკი - ქვეყნის დამოუკიდებლობის სიმბოლო
georoyal.ge

კამბოჯის ყოფილი მეფე ნოროდომ სიანუკი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა პეკინში,სადაც სამკურნალოდ იმყოფებოდა. მთელი კვირა - 17-დან 23 ოქტომბრამდე გლოვა იყო კამბოჯაში გამოცხადებული.  ქვეყანაში დაუშვეს ეროვნული დროშები.  გარდაცვლილი მეფისათვის ლოცულობდნენ  როგორც რიგითი მოქალაქენი, ისე -  ბუდისტი ბერები. მრავალი კამბოჯელი შეძრა  ნოროდომ სიანუკის  სიკვდილმა, რომელსაც აქ „მეფე-მამას“
 უწოდებდნენ. ის წარმოუდგენელი პოპულარობით სარგებლობდა თანამემამულეთა შორის. სიანუკი ითვლება კამბოჯის დამოუკიდებლობის სიმბოლოდ, რომელიც ქვეყანას მოუპოვა საფრანგეთისაგან 1953 წელს. სიანუკი  მცდელობდა დამოუკიდებლობის მოპოვებას მთელი ინდოჩინეთისთვისაც.

ნოროდომ სიანუკის უწოდებდნენ მსოფლიო რეკორდსმენს მონარქთა შორის ტახტზე ყოფნის ხანგრძლივობის მიხედვით - ის კამბოჯის ტახტზე ავიდა 1941 წელს და წყვეტილი შუალედებით ეკავა ტახტი 2004 წლამდე, ხოლო შემდეგ ტახტი გადაულოცა უმცროს შვილს, ნოროდომ სიამონის.  დიდი ხნის მანძილზე იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი -  ავტორია რიგი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმებისა. ყოფილი მონარქი თვით სიჭარმაგეშიც აქტიურ საქმიანობას განაგრძობდა  - 82 წლის ასაკში გახსნა ინტერნეტში საკუთარი ბლოგი.

სიანუკის დაკრძალავენ მხოლოდ 3 თვის შემდეგ, მანამდე კი ყველა თანამემამულეს ექნება  მასთან გამოთხოვების საშუალება.

„მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია კამბოჯისათვის. სიანუკიმ მთელი თავისი ცხოვრება შეალია ერის კეთილდღეობას, კამბოჯის მოსახლეობაზე ზრუნვას“ - აღნიშნა სამეფო ოჯახის წევრმა პრინცმა სისოვათ თომიკომ.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq