|
საქართველოს ელჩი რუმინეთში: "რუმინელმა ხალხმა უკანასკნელ გზაზე გააცილა რუმინეთის მეფე მიხაი I" georoyal.ge
16 დეკემბერს დაკრძალეს რუმინეთის ყოფილი მეფე - მიხაი I, რომლის გარდაცვალების შესახებ რამდენიმე დღის წინ ვწერდით. მიხაი მეფის დაკრძალვას, თავის facebook გვერდზე გამოეხმაურა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, რომელსაც ვთავაზობთ მკითხველს.
georoyal.ge
ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი წერს:
The funeral of king Mihai I of Romania RIP
დღეს რუმინელმა ხალხმა უკანასკნელ გზაზე გააცილა რუმინეთის მეფე მიხაი I.
საოცარი ატმოსფერო იყო. გუშინ და გუშინწინ. 24 საათის განმავლობაში არ წყდებოდა ხალხის ნაკადი, სამეფო სასახლეში გამართულ სამოქალაქო პანაშვიდებზე. დღესაც, ქუჩები სავსე იყო ხალხით.
ერთმანეთს მეტად ორგანულად ერწყმოდა ევროპული სამოქალაქო წესრიგის კულტურა და აღმოსავლურ-ქრისტიანული რელიგიური რიტუალები.
საქართველოდან დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური, რაც ჩვენმა რუმინელმა ძმებმა ძალზე დააფასეს.
სამძიმარი მიიღეს ტახტის მემკვიდრე პრინცესა მარგარეტამ, პრინცმა რადუმ და სამეფო ოჯახის სხვა წევრებმა და რუმინეთის მთავრობის წარმომადგენლებმა.
ღმერთმა აცხონოს მეფე მიხაის სული, თუნდაც იმ სიყვარულისთვის, რომელიც მან რუმინელი ხალხისგან დაიმსახურა. |
|
|
მართალი ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ვისი ხსენებაც აღესრულება 10 სექტემბერს, ასერის ტომიდან იყო. მან მხოლოდ შვიდი წელი იცხოვრა ქმართან, შემდეგ კი, დაქვრივებული, მკაცრი კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა და „არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე“ (ლკ. 2,37). | ღირსი მოსე შავი, რომლის ხსენებასაც დღეს აღასრულებს მართლმადიდებელი ეკლესია, IV საუკუნეში ცხოვრობდა ეგვიპტეში. წარმოშობით ეთიოპიელმა ზანგმა ეს ზედწოდება პირისკანის ფერის მიხედვით მიიღო. ახალგაზრდობაში წმიდანი ერთი დიდებულის მონა იყო და ერთგულადაც მსახურობდა, მაგრამ შემდეგ მკვლელობისათვის ბატონმა სასახლიდან გააძევა. მართლმსაჯულებას გაქცეული მოსე ავაზაკების გუნდს შეუერთდა, მათ კი მკაცრი ხასიათისა და დიდი ფიზიკური ძალის გამო წინამძღოლად აირჩიეს. |
| | | |
|