საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

რუსთავის შეზღუდული შესაძლებლობის პირთა ცენტრს ეწვივნენ სამეფო კლუბის წევრები
georoyal.ge

რუსთავის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრი ძალიან დიდ საქმეს აკეთებს. ცენტრში გაერთიანებულია 146 ბენეფიციარი. ბენეფიციარებს ემსახურებიან მანქანებით, მიჰყავთ ცენტრში, დღეში ორჯერ კვებავენ. მათზე ზრუნავენ პედაგოგები, ფსიქოლოგები, ლოგოპედები და სხვები. რაც მთავარია, ცენტრში გაერთიანებულ ბენეფიციარებს ეძლევათ საშუალება არ იყვნენ ჩაკეტილი ბინებში ან ვიწრო გარემოში, არამედ საკუთარ მეგობრებთან გაატარონ დრო, გაერთონ, ისწავლონ, დახატონ რაიმე, შექმნან ხელოვნების ნიმუში, როგორც საზოგადოების ჩვეულებრივმა და სრულუფლებიანმა წევრებმა. 


რუსთავის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრი წლების წინ დაარდა რუსთავის მერიის მიერ და რუსთავის მინიციპალიტეტი ინახავს ასეთ აუცილებელ და საქართველოში ერთადერთ დაწესებულებას. ცენტრს ხელმძღვანელობს ქალბატონი ნანა ზერეკიძე.

რომელიმე სახელმწოფოს დახასიათებისას ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ ზრუნავს აღნიშნული სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებზე. ამ თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტის პოზიცია მისასალმებელია და სხვა მუნიციპალიტეტებმაც უნდა მიბაძონ მას. რადგან, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, სამწუხაროდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცენტრი, სახელმწიფო ბალანსზე, მხოლოდ რუსთავში არსებობს. მსგავსი ცენტრი არ არის დედაქალაქშიც კი.
არადა, შეზღუდული შესაძლებლობის მსგავსი ცენტრები უნდა იყოს ყველა ქალაქში და დაბაში.


რუსთავის შშმპ ცენტრს ხშირად სტუმრობენ რუთავის მიტროპოლიტი, მეუფე იოანე და მაჰმადიანი სასულიერო პირები, ხვდებიან ბენეფიციარებს და საჩუქრებს გადასცემენ.


2017 წლის 19 დეკემბერს (ნიკოლოზობას) ქალაქ რუსთავის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრს ეწვივნენ საქართველოს სამეფო კლუბის წევრები, გაიოზ მამალაძე (სპიკერი), დავით კლდიაშვილი, ალექსანდრე ყიფიანი, დიმიტრი ჭიკაძე, ირაკლი დათუკიშვილი და მიულოცეს ნიკოლოზობის დღესასწაული. დიმიტრი ჭიკაძის ინიციატივითა და ორგანიზებით, სამეფო კლუბის სახელით, ცენტრს გადაეცა პატარა საჩუქარი.
 
მათთვის, ვისაც სურვილი აქვს ესტუმრს და თანადგომა გამოუცხადოს, ქ. რუსთავის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის კოპრდინატებია:
ტ. 0341 27 80 10



centri7@gmail.com

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq