საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

სამეფო კლუბის საიტი - georoyal.ge 6 წლისაა
georoyal.ge
სამეფო კლუბის საიტს georoyal.ge-ს 6 წელი შეუსრულდა..

 საიტი გაიხსნა 2012 წლის 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, უფლისწული გიორგი ანასა და დავითის ძე ბაგრატიონის დაბადების დღეს. 


 ოფიციალური პრეზენტაცია ჩატარდა 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში.


ამ დროისათვის საიტი ნახა 1 942 000 მდე მკითხველმა (უნდა აღინიშნოს, რომ ათვლა მხოლოდ 2013 წლის გაზაფხულიდან მიმდინარეობს). ეს მიუხედავად იმისა, რომ არავითარი რეკლამა არ აქვს საიტს და არც სპონსორი ჰყავს.


მადლობა ყველას, ვინ თუნდაც ოდნავი წვლილი შეიტანა საიტის დაარსებასა და მუშაობაში. მადლობა მკითხველებსა და თანამოაზრეებს.


თანამშრონლობისათვის ვიწვევთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ეროვნული იდეოლოგია, ვისთვისაც ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებამ ხალხის კეთილდღეობა და ვინც ოცნებობს ძლიერ საქართველოზე.


მზად ვართ თანამშრომლობისათვის.

qne556@yahoo.com  / royalclubofgeorgia@gmail.com

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
gaq