საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

სამეფო კლუბის განცხადება პრეზიდენტის მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით
georoyal.ge

განცხადება

პრეზიდენტის მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით

 

როგორც ცნობილია, ა. წ. 31 დეკემბერს იწურება პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის ხანდაზმულობის ვადა და მას დახურავენ.

პროკურატურაში მრავალგზის უშედეგო შეხვედრების შემდეგ, 14 დეკემბრიდან კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები ამას შიმშილობის აქციით აპროტესტებენ.

ჩვენს გულისწყრომას იწვევს უყურადღებობა არა მხოლოდ პროკურატურის, არამედ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მხრიდანაც. ჩვენდა გასაკვირად, მოშიმშილეები არ მოუნახულებია, არც სახალხო დამცველის აპარატის არც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, არც საქართველოში არსებულ ადამიანის უფლებების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს. მაშინ, როდესაც საქართველომ განვითარებისთვის მიზნად დაისახა ევროპულ სივრცეზე ორიენტირება, ეს ასევე მკვეთრად უნდა აისახოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის პრინციპების დაცვის მიმართულებითაც. არადა, საქართველოში პირველი მრავალპარტიული დემოკრატიული არჩევნებით გამარჯვებული პრეზიდენტის მკვლელობა დღემდე გამოუძიებელია.

 

საქართველოს სამეფო კლუბი სოლიდარობას უცხადებს კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებს და მოუწოდებს მთავარ პროკურატურას, არ დახუროს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე გამოძიება.


მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq