საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ასეთ ცინიკური ფორმულირება გაუმართლებელია - არც ერთია მეფე, არც მეორე დედოფალი (არც ქვეყანა დანგრეულა ამ სასამართლოთი)
გაიოზ მამალაძე

საზოგადოებას მოეხსენება. რომ ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკებმა სასამართლოში უჩივლეს დავით ბაგრატიონ-მუხრანელს და ითხოვენ, აღარ გამოიყენოს საქართველოს სამეფო სახლის სახელი, აღარ გასცეს სამეფო ოჯახის სახელით ორდენები და ჯილდოები. რადგან, ისინი, თვლიან, რომ საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრეები თვითონ არიან.

ლეგიტიმიზმის პრინციპების განხილვას და საქართველოს ტახტის მემკვიდრის დადგენას ამ განცხადებით არ ვაპირებთ. არასდროს ჩავრეულვართ ამ ოჯახებს შორის კამათში. მეტიც, არც ვურჩევდით, სასამართლოში შეეტანათ სარჩელი, მაინც გვინდა აღვნიშნოთ, რამდენიმე საკითხი.

დემოკრატიის დამსახურებით, ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის მეფეთა შთამომავალს, აქვს უფლება უჩივლის სასამართლოში თავისი ოჯახის ყოფილ წევრს. ასეთი სასამართლოები ბევრი გვახსოვს საქართველოში, მათ შორის ძალიან ცნობილი ადამიანების ოჯახის წევრებიც მოქცეულან ამგვარად. 

გარდა ამისა, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, რამდენიმე ოჯახი ეცილება ერთმანეთს ტახტის მემკვიდობას, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად მათ ქვეყნებში სამეფო ტახტი არ არსებობს.

სამწუხაროდ, ვიღაცამ ამ საქმეს მისცა ირონიული, დამცინავი სახე და მედიამ კი გულუბრყვილოდ აიტაცა და ანა ბაგრატიონს და მის ყოფილ ქმარს მოიხსენიებენ მეფედ და დედოფლად. თითქოს - „დედოფალმა უჩივლა მეფეს“.

ეს არ არის სწორი, ისინი არ არიან მეფე და დედოფალი. ჩვენ რესპუბლიკურ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. ეს არასერიოზული, მეტიც, არასასიამოვნო დამოკიდებულებაა ჩვენი ისტორიისადმი, რაც არ უნდა აეტაცებინა მედიას, არ უნდ

ა აჰყოლოდა ვიღაცის არასერიოზულ და სკანდალის მაძიებელ „ფორმულირებას“. არ უნდა აჰყოლოდა ვიღაცის სურვილს, მუდმივად სტრესში და სკანდალებში გახვეული ამყოფოს ჩვენი საზოგადოება, მუდმივად დაზაფრული ჰყავდეს ხალხი - ნახეთ, რა ცუდები ვართ, მეფეების შთამომავლებიც კი არ ვარგიანო. რაც გულისხმობს, ჩვენი ისტორიისადმი, და ზოგადად ჩვენი ქვეყნის პერსპექტივისადმი ნიჰილისტული გაწყობის გაღვივების სურვილს, მტრული ძალების მხრიდან.

როგორც აღვნიშნეთ, ჩვენთვის რომ ეკითხათ, ბაგრატიონ-გრუზინსკებს, არ ვურჩევდით სასამართლოში ჩივილს, რადგან, ცხადი იყო და ეს მათ გარემოცვას უნდა გაეთვალა, რომ სასამართლოს მოჰყვებოდა შავი პარი მათი ოჯახისა და ასევე, დავით ბაგრატიონის წინააღმდეგაც, ზოგადად დინასტიის, ბაგრატიონთა საგვარეულოს წინააღმდეგ. რაც საბოლოოდ, ბაგრატიონთა გვარისა და მათი საერთო მემკვიდრის წინაღმდეგ ამუშავდებოდა.

მე, როგორც სამეფო კლუბის ერთი წევრი, ვთვლი, რომ მტრული ძალების სურვილი, ამ სასამართლო პროცესის გარშემო აგორებული შავი პიარის მესვეობით დაასამარონ სახალხო, კონსტიტუციური, თანამედროვე, ჰორიზონტალური, საპარლამენტო, რესპუბლიკური მონარქიის იდეა და სამეფო კლუბი და ჩვენი მხარდამჭერები დაამარცხონ, ვერ განხორციელდება.

სამეფო კლუბი კვლავ განაგრძობს სახელმწიფოსთვის აუცილებელი პროექტების მომზადებას, კონსერვატიული და დემოკრატიული კონცეფციების შემუშავებას.

ჩვენთვის მთავარია სამშობლოს ინტერესები. პერსონები უნდა ემსახურებოდნენ სამშბობლოს და არა პირიქით.

სამეფ კლუბის სპიკერი გაიოზ მამალაძე

 

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq