საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

თქვენ აზიანებთ ქვეყანას (მიმართვა რადიკალ პრაიდისტებს)
გაიოზ მამალაძე
რადიკალ პრაიდისტებო, თქვენ დათვურ სამსახურს უწევთ საქართველოში მცხოვრებ ლგბტ-თემს, თქვენ მათ , ჩვეულებრივი ცხოვრების საშუალებას უსპობთ, თქვენ მათ აძულებთ საზოგადოებას, თქვენ გინდათ ისინი სიძულვილის საგნად აქციოთ, არა მარტო ჩვენი - მართლმადიდებლების, არამედ საქართველოს, მაჰმადიანების, იუდეველების, გრიგორიანელების და სხვა მორწმუნეების თვალში. თქვენ ცდილობთ,, აგრესია გამოიწვიოთ მათ მიმართ საზოგადოების მხრიდან, თქვენი უპრინციპო და უგუნური ქმედებებით, უზრდელობით, გინებით, უხამსობით, უკულტურობით, რელიგიური სიწმინდეების შეურაცხოფით, თქვენი უაზრო სიჯიუტით, სახელმწიფოს ინტერესების უგულებელყოფით; 
თქვენ აკეთებთ იმას, რაზეც ოცნებობენ ჩვენი ოკუპანტი მტრები, თქვენ აძულებთ საზოგადოებას დასავლურ სამყაროს, ჩვენი სახელმწიფოს ერთადერთ მოკავშირეს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და ოკუპანტისათვის სანქციების დაწესების საქმეში;
თქვენ აკეთებთ იმას, რაც ყველაზე მეტად უხარია ოკუპანტს, ასუსტებთ ქვეყანას,თქვენ ახარებთ ოკუპანტს, რომელსაც სურს შეიტყაპუნოს ოკუპირებული ტერიტორიები;
თქვენ აკეთებთ იმას, რასაც ოცნებობდა თემურ-ლენგი, ქართული ეკლესიის დასუსტება და დაცემა გინდათ, ქართული კულტურის დაკნინებას ცდილობთ, ქართული სახელმწიფოს დასუსტებას;
თქვენ შეურაცხყოფთ იმას, რასაც მიესწრაფვოდა საქართველო დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, თქვენ თავისუფლებას აძულებთ ქართველ ხალხს;
თქვენ ქართული პოლიციის ავტორიტეტს და ბრძოლისუნარიანობას აკნინებთ, თქვენი სრულიად უგუნური სიჯიუტით; 
თქვენ ქართულ სახელმწიფოს მტრულად ექცევით; 
თქვენ კონსტიტუციურო წესრიგის დამხობა გინდათ, ნებით თუ უნებლიედ, რა მნიშვნელობა აქვს, თქვენი გაუაზრებელი და გრანტების მიღებისათვის გამიზნული ანტიქართული, ანტირელიგიური, ანტიკულტურული, ანტიეროვნული, ანტიადამიანური საქციელით, რადგან უხამსობა, გინება, უზრდელობა, უკულტურობა თუ დამყარდა ქვეყანაში, კონსტიტუციურ წესრიგს ვეღარავინ შეინარჩუნებს;
თქვენ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმიებული ჰიბრიდული ომის მონაწილეები გახდით;
ცნობილი, რომ თქვენი თანამოზრეები და ლგბტ თემის წარმომადგელების უდიდესი ნაწილი გთხოვენ გაჩერდეთ და სახელმწიფო, ხალხი, თვითონ ლგბტ თემი და ქვეყნის მომავალი არ ჩააგდოთ საფრთხეში, მაგრამ, თქვენ პრაიდის ლიდერებო, მაინც არ ჩერდებით...
ამიტომ, ყველაფერი ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს, ღმერთმა დაიფაროს და ძალადობა, სისხლისღვრა, ქართული სახელმწიფოს დასუსტება, ანტისაოკუპაციო პოზიციის შესუსტება და სხვა ათასი უბედურება, ქვეყნის, საზოგადოებისა და ისტორიის წინაშე დაგეკისრებათ თქვენ, პრაიდის ჯიუტ და უგუნურ, რადიკალ ლიდერებს...
გამოიჩინეთ გონირება და თქვით უარი უპრინციპო პრინციპულობაზე!
სახელმწიფო და ეროვნული ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე ვინმეს მიერ გრანტის აღების სურვილი თუ თავის გამოჩენისადმი მისწრაფება!
გაიოზ მამალაძე

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ანდრია (რუბლიოვი) - ხატმწერი
17 ივლისს არის ხსენება ღირსი ანდრია რუბლიოვის - რუსი ხატმწერის. იგი დაიბადა XIV საუკუნეში. მის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. როგორც ჩანს, ნეტარი რუს დიდგვაროვანთა წრეს ეკუთვნოდა, რადგან XIV-XV საუკუნეების რუსეთში გვარებს მხოლოდ დიდებულები ატარებდნენ. ზოგიერთის ვარაუდით, წმიდანს განათლება ბიზანტიაში და ბულგარეთში უნდა მიეღო, სხვები კი ფიქრობენ, რომ იგი რუსეთშივე განისწავლა თეოფანე ბერძენის ხელმძღვანელობით.
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი (+712-726)
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი, ვისი ხსენებაც აღინიშნება 17 ივლისს, დაიბადა ქალაქ დამასკოში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკამდე იგი ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ, ქრისტეს წმიდა სისხლთან და ხორცთან ზიარებისას, მეტყველების უნარი მიემადლა. ამ დროიდან მოყოლებული, ყრმა გულმოდგინედ შეუდგა წმიდა წერილისა და საღვთისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას. თოთხმეტი წლის წმინდანმა იერუსალიმს მიაშურა და საბა განწმენდილის ლავრაში ბერად აღიკვეცა.
gaq