საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

საქართველოს ოსური წარმოშობის მოქალაქეებს აქვთ მორალური შესაძლებლობა, სოლიდარობა გამოუცხადონ უდანაშაულო ექიმს
სამეფო კლუბი
საქართველო ისტორიულად ტოლერანტული ქვეყანაა და ეს საამაყოა ჩვენთვის. აქ ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრობნენ და ვითარდებოდნენ განსხვავებული ეთნოსის, კულტურისა და რელიგიის ადამიანები. ქართველი ყოველთვის იყო შემწყნარებელი, გულღია მასპინძელი, ჩაგრულის მფარველი, მაგრამ ამავე დროს თავდაუზოგადავად იგერიებდა მტრის შემოსევებს და არასოდეს ცნობდა დამპყრობლის რეჟიმებს.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებსაც ვერასოდეს შეეგუება ქართველი ერი, მაგრამ ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად მხოლოდ მშვიდობიან გზებს მიმართავს.
მთელი ცივილიზებული მსოფლიო აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს საოკუპაციო ხაზის მიღმა პერიოდულად განვითარებულ ექსცესებს და უკანონო ბორდერიზაციას.

ამ ფაქტმა კი ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა! ექიმი, რომელიც ერთგულია ჰიპოკრატის ფიცის, ვალდებულია, დახმარება გაუწიოს გაჭირვებაში მყოფ ადამიანს, რომელიც შველას მისგან ითხოვს. ექიმის საქმიანობა ხელშეუხებელია საომარი მოქმედებების დროსაც კი! რუსეთის სამხედროები კი საზღვრის დარღვევის მოტივით აკავებენ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს.

საქართველოში მცხოვრებ ოსებს გაქვთ საუკეთესო შესაძლებლობა, რომ სოლიდარობა გამოუცხადოთ უდანაშაულო ექიმს და ღია წერილით გააპროტესტოთ მისი დაპატიმრება და მოითხოვოთ, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილი. მსოფლიოს უნდა გააგებინოთ, რომ ოკუპანტი რუსეთის მ

იერ გავრცელებული ბრალდებები ქართულ-ოსურ ურთიერთობებზე მტკნარი სიცრუეა.

იმედს ვიტოვებთ, საქართველოში მცხოვრები ოსი ეროვნების მოქალაქეები გამოიჩენენ თანაგრძნობას და დაუყოვნებლივ გააკეთებენ მიმართვას ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით.

ასევე, კარგი იქნება კოსტა ხეტაგუროვის ძეგლთან მოეწყოს საქართველოს ოსთა საპროტესტო-პატრიოტული აქცია, ვაჟა ექიმის გათავისუფლების მოთხოვნით

სამეფო კლუბის სახელით
ანა მიქაუტაძე

19.11.2019

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq