საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

გარდაიცვალა სერ როჯერ სკრუტონი - ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და მთელ კაცობრიობას
გაიოზ მამალაძე
გარდაიცვალა სერ როჯერ სკრუტონი - დიდი ბრიტანელი მწერალი, პედაგოგი, კონსერვატიზმის ფილოსოფოსი და მეტრი.... მისი მრავალმხრივი მოღვაწეობისა და დამსახურებების ჩამოთვლა შეუძლებელია, ვიტყვი მოკლედ - ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნე და რაც მთავარია, შესანიშნავი ადამიანი.

დიდი დამსახურებისთვის დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, მისმა უდიდებულესობამ ელისაბედ მეორემ, 2016 წელს მას მიანიჭა დიდი ბრიტანეთის რაინდისა და სერის წოდება.
 
რამდენიმე თვის წინ მივწერე, გავუგზავნე სამეფო კლუბის შესახებ ინფორმაცია, ჩემი ერთი წერილი კონსერვატიზმზე და ვთხოვე საქართველოს სამეფო კლუბის საპატიო წევრი გამხდარიყო. უმალ დამთანხმდა, თან სიამოვნებითო, მომწერა ამ დიდებულმა ადამიანმა."ოღონდ, ჯანმრთელობა აღარ მიწყობს ხელს და ვერ შევძლებ რაიმე მოვალეობების შესრულებასო".
მერე გავიგე, თურმე კიბოს ებრძოდა და საკმაოდ ცუდად ყოფილა.

 სანამ გავიგებდით რომ ავად იყო, გვინდოდა მისი მოწვევა ჩვენს სამშობლოში და მასთანაც სტუმრობა....
აღარ შევაწუხეთ და ახალი წელის არ მიგვილოცია, სამეფო კლუბის სახელით. ვფიქრობდით, თებერვალში დაბადების დღე მიგველოცა და საქართველოშიც აღგვენიშნა მისი დაბადების დღე, იმედი გვქონდა, რომ კიდევ იცოცხლებდა..

საოცარია, ეს დღეები მასზე ვფიქრობდი... გუშინ გავაზიარე კიდევ ერთხელ, მისი ნააზრევი ფეისბუკის გვერდებზე...

ძალიან დამწყდა გული დ
დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მიერ სერ როჯერ სკრუტონის სერად გამოცხადების ცერემონიალი
ა გამახსენდა ბატონ პაატა ჩხეიძის სიტყვები, რომლებიც ფეისბუკზე დაწერა: "ამ კაცს (სერ როჯერ სკრუტოს) ჯეროვანი პატივი ვერ ვეცით ქართველებმაო".

სამწუხაროდ, ქართველებმა მართლაც ვერ დავაფასეთ, ვერ მოვასწარით, 

თუმცა, საბედნიეროდ, სიცოცხლის ბოლოს კვლავ გაახარეს. დეკემბერში უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სპეციალურად ჩავიდა ლონდონში და უნგრეთის საელჩოში სერ როჯერს უნგრელი ხალხის სახელით გადასცა უნგრეთის უმაღლესი ორდენი. ამით უნგრეთმა აჩვენა მსოფლიოს, რომ უნგრე,ლმა ხალხმა მყარად გადაწყვიტა ეროვნული ინტერესებისა და ტრადიციების დაცვა და დააფასა კონსერვატიზმის ფილოსოფოსი, უნგრელი ხალხის მეგობარი - სერ როჯერ სკრუტონი.

ქართველ კონსერვატორებს კი ანდერძივით დაგვრჩა სერ როჯერ სკრუტონის  მიერ ჩვენთვის მოწერილი სიტყვები,:
"თქვენი პატრიოტული გრძნობები ძალიან მნიშვნელოვანია ამ რთულ პერიოდში და მისასალმებელი. გულწრფელად გისურვებთ წარმატებებს თქვენს საქმიანობაში, რათა დაუბრუნოთ საქართველო თავის ტრადიციებსა და თვითმყოფადობას.
პატივისცემით როჯერ სკრატონი".

... ღმერთთანაა უკვე მისი კეთილშობილი სული...

უამრავი ადამიანი გლოვობს მის გარდაცვალებას მთეელ მსოფლიოში.

ვუსამძიმრებთ სერ როჯერ სკრუტონის ოჯახს, ახლობლებს, დიდი ბრიტანეთის დედოფალს, მის უდიდებულესობა ელისაბედ მეორეს, დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახს, მთელ ბრიტანელ ხალხს, ყველ
დამსახურებული ჯილდო
ა კონსერვატორ-ქრისტიანს და ტრადიციონალისტს მთელ მსოფლიოში, ნამდვილ, ღვთისნიერ კაცობრიობას!
საქართველოს სამეფ კლუბის სპოკერი გაიოზ მამალაძე
სერ როჯერ სკრუტონი ბრიტანეთის ჯილდოს ზეიმიმბს ოჯახთან ერთად
სამუშაო კაბინეტში, სადაც შეიქმნა არერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი და ნაწარმოები
საკუთარ ბაღში
უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი სერ როჯერ სკრუტონს გადასცემს უნგრეთის უმაღლეს ორდენს
სერ როჯერ სკრუტონი, მისივე თანხმობით, არჩეული იყო საქართველოს სამეფო კლუბის უცხოელს საპატიო წევრად

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq