საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრთა ჯგუფის განცხადება - საარჩევნო კანონმდებლობის შემუშავებაში უზენაესი საბჭოს ჩართვის თაობაზე
ნუგზარ შავთვალაძე

მკითხველს ვთავაზობთ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრთა ერთი ჯგუფის განცხადებას, რომელიც მოგვაწოდა უზენაესი საბჭოს წევრმა, ბატონმა ნუგზარ შავთვალაძემ.

აქვე აღვნიშნავთ -

საარჩევნო მოძრაობა - ქართველ ნაციონალისტთა ერთობა / ქართული რენესანსის კავშირი / იბერიულ კავკასიური მოძრაობა - ეროვნული ფრონტი / ადვოკატთა საინიციატოვო ჯგუფი მხარს უჭერს წინამდებარე განცხადებას.

ქვეყნისთვის კარგი იქნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის საარჩევნო კოდექსის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღოს საქართველოს უზენაესი საბჭოს წარმომადგენლობამ.

საარჩევნო მოძრაობის

( ქართველ ნაციონალისტთა ერთობა / ქართული რენესანსის კავშირი / იბერიულ კავკასიური მოძრაობა - ეროვნული ფრონტი / ადვოკატთა საინიციატივო ჯგუფი)

სპიკერი გაიოზ გია მამალაძე

 

 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრთა ჯგუფის  განცხადება საარჩევნო კანონმდებლობის შემუშავების თაობაზე


ჩვენი 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრთა ერთი ჯგუფი, რომლებიც ვართ რა 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელისმომწერნიც, მივმართავთ როგორც საქართველოს ხელისუფლების მმართველ პარტიას, ისე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპო

ზიციურ პარტიებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს, სამოქალაქო საზოგადოებას, სრულიად საქართველოს მოსახლეობას:


            ქვეყანა უკვე 28 წელია განიცდის ღრმა პერმანენტულ-პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც მთელი სიმწვავით იფეთქებს ხოლმე მორიგი საარჩევნო ციკლის მოახლოებასთან ერთად. იგი სათავეს იღებს 1991-93 წწ შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიელების შედეგად ქვეყანაში დამკვიდრებული მახინჯი პოლიტიკური სისტემის გამო. სახელმწიფო გადატრიალების პოლიტიკური შედეგია ის რომ მთელი დამოუკიდებლობის პერიოდში დღემდე მოყოლებული, პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს უკიდურესი კონფროტაციის რეჟიმში, რაც კიდევ ერთხელ დასტურია იმისა რომ ქვეყანაში დამკვიდრებული პოლიტიკური სისტემა განიცდის სამართლებრივი ლეგიტიმურობის დეფიციტს, რომლის მომსწრენიც დღეს ყველა ჩვენთაგანი და მთელი საქართველოა. ყოველი ე.წ. მორიგი არჩევნები სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ მიმართულია ყველა დაშვებული თუ დაუშვებელი ხერხით მხოლოდ ძალაუფლების მოპოვებისკენ და მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალების იგნორირება-განადგურებისკენ, რასაც ქვეყნის სახელმწიფოებრივ-სამართლებრივ განვითარებასთან არავითარ კავშირი არ აქვს.


            ჩვენი წინადადება არახალია და მდგომარეობს შემდეგში: ვინაიდან 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს თავისი უფლებამოსილება არ გ

ადაუცია არჩევნების გზით, არამედ მოხდა მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორება სახელმწიფო გადატრიალებით, იგი დარჩა და წარმოადგენს ქვეყანაში ერთადერთ სამართლებრივად ლეგიტიმურ ინსტიტუციას.


პუტჩის შედეგად დამდგარი მძიმე დანაშაულებრივი შედეგების აღმოფხვრა შეუძლებელია ჩვენი ქვეყნის გახლეჩილი საზოგადოების კონსოლიდაციის გარეშე. ეს კი წარმოუდგენელია ლეგიტიმური სამართალმემკვიდრეობის აღდგენის გარეშე, რაც განვლილმა დრომაც აჩვენა, სრულიად ნათელია, რომ იურიდიული თვალსაზრისით „საქართველოში არ არსებობს უფრო ძლიერი სამართლებრივი ინსტიტუტი ვიდრე საქართველოს რესპუბლიკის დევნილი უზენაესი საბჭოა!!!“ “ იქმნება შესაძლებლობა, როგორც ხელისუფლებამ ისე ოპოზიციამ გამოხატონ კეთილი პოლიტიკური ნება და გამოიყენონ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უფლებამოსილებანი არსებული პოლიტიკური სისტემის სამართლებრივი გზით დახვეწა-ლეგიტიმაციისათვის, რათა ქვეყნის მოსახლეობაში და მის ელექტორატში ამაღლდეს არჩევნების მიმართ ნდობა და არჩევნების გზით ხელისუფლებაში და არა ძალაუფლებაში მოსულმა პოლიტიკურმა ძალებმა სრულად იგრძნონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა საქართველოს სახელმწიფოსა და მისი მოსახლეობის წინაშე.


            მოვუწოდებთ ყველას, ყველა დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალას ქვეყნის ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად გამოხატონ კეთილი პოლიტიკური ნება

საარჩევნო მოძრაობა - ქართველ ნაციონალისტთა ერთობა / ქართული რენესანსის კავშირი / იბერიულ კავკასიური მოძრაობა - ეროვნული ფრონტი / ადვოკატთა საინიციატოვო ჯგუფი მხარს უჭერს წინამდებარე განცხადებას
და მოხდეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წამომადგენლების ჩართვა როგორც საარჩევნო კანონმდებლობის შემუშავებაში, ისე მისი ჩატარების პროცესში, რათა მოხდეს არსებული, პოლიტიკური სისტემის სამართლებრივი დახვეწა-ლეგიტიმაცია, რაც ჩვენი აზრით, საქართველოს მისცემს სამართლებრივი გზით განვითარებას უსაზღვრო ენერგიასა და სტიმულს, აამაღლებს მის საერთაშორისო ავტორიტეტს ცივილიზირებული სამყაროს ქვეყნებისა და პარტნიორების წინაშე, ხოლო ქვეყნის მოსახლეობას დაუბრუნებს იმედსა და ნდობას, ყოველი ახლად არჩეული ხელისუფლების მიმართ. დარწმუნებული ვართ საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის ამ კონცეფციას მხარს დაუჭერს და დახმარებასაც გაუწევს ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა გაერო, ევროკავშირი, მეგობარი მხარდამჭერი ქვეყნების ადმინისტრაციები.


ამ პროგრამის მხარამჭერი და განმახორციელებელი პოლიტიკური ძალები მხარდაჭერილი იქნებიან არჩევნებში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ.


ღმერთი გვფარავდეს ჩვენ და სრულიად საქართველოს.


            საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრთა ჯგუფის სახელით ნუგზარ შავთვალაძე 571 98 38 78 ს


საარჩევნო მოძრაობა - ქართველ ნაციონალისტთა ერთობა / ქართული რენესანსის კავშირი / იბერიულ კავკასიური მოძრაობა - ეროვნული ფრონტი / ადვოკატთა საინიციატოვო ჯგუფი მხარს უჭერს წინამდებარე განცხადებას

მამული, ენა, სარწმუნოება

25 მაისი - ხსენება წმიდა ეპიფანესი, კვიპრელი ეპისკოპოსისა (+403)
წმიდა ეპიფანე კვიპრელი ეპისკოპოსი წარმოშობით ებრაელი იყო, ცხოვრობდა ფინიკიაში. ერთხელ ნახა, რომ მონაზონმა, სახელად ლუკიანემ თავისი სამოსელი მისცა მათხოვარს. მონაზვნის გულკეთილობით შეძრულმა ეპიფანემ სთხოვა, ქრისტიანობა აეხსნა მისთვის, შემდეგ კი ნათელიღო და ლუკიანეს დაარსებულ მონასტერში წავიდა. აქ ის გამოცდილი ბერის, ილარიონის ხელმძღვანელობით მოღვაწეობდა და მორჩილებად ჰქონდა ბერძნული წიგნების გადაწერა. სათნო ცხოვრებისათვის წმიდა ეპიფანეს სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა.
25 მაისი - ხსენება წმიდა გერმანესი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (+740)
წმიდა გერმანე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი დაიბადა კონსტანტინოპოლში, VII საუკუნეში. მისი მამა, ბიზანტიის ერთ-ერთი პირველი სენატორი, მოკლულ იქნა იმპერატორ კონსტანტინე პოღონატის (668-685) ბრძანებით. ყრმა გერმანე ეკლესიაში იზრდებოდა. აქ მან ღრმად შეისწავლა საღვთო წერილი. წმიდა ცხოვრებისათვის გერმანეს კვიზიკიის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი.
gaq