საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ესპანეთის ტახტის მემკვიდრე და მისი მომხიბვლელი მეუღლე ლონდონში
ნატო გიორგაძე

ესპანეთის ტახტის მემკვიდრე, პრინცი ფილიპე და მისი მეუღლე, პრინცესა ლეტიცია 7 ნოემბერს ჩაფრინდნენ ლონდონში. სამეფო წყვილი დაესწრო ტურიზმის საერთოშორისო გამოფენა-გაყიდვას (International Tourism Fair) World Travel Market, რომელიც გამართა საგამოფენო ცენტრში Excel Exhibition.

 ესპანეთის სამეფო წყვილის შეხვედრა დიდი ბრიტანეთის პრინც უილიამთან და და პრინცესა ქეით მიდლტონთან შეხვედრა არ მომხდარა, ვინაიდან დიდი ბრიტანეთის სამეფო წყვილი სამშობლოში არ იმყოფება, ისინი ვიზიტით კოპენჰაგენში არიან.

მოგეხსენებათ, პრინცესა ლეტიცია არ არის მეფური წარმოშობის, მის ოჯახს არც არისტოკრატი წინაპრები ჰყავდა. თუმცა, ევროპაში არისტოკრატების შვილები ვერ ხდებოდნენ დედოფლები. მეფეებს მხოლოდ სამეფო ან სამთავრო ოჯახების ასულების მოყვანა შეეძლოთ ცოლად.

მაგრამ თანამედროვე ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, კონსტიტუციური მონარქიის ქვეყნებში ყოველ წესიერ უბრალო გოგონას აქვს შანსი გახდეს სამეფო ოჯახის წევრი - პრინცესა. 

ამ თემაზე ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq