საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

გარდაიცვალა მარია დე ლას მერსედეს ზორნოზა ბაგრატიონ-მუხრანელი
სამეფო კლუბი
სამეფო კლუბი სამწუხაროდ იუწყება, რომ გარდაიცვალა მარია დე ლას მერსედეს ზორნოზა ბაგრატიონ-მუხრანელი. იგი გახლდათ ბაგრატიონების მუხრანის (ქართლის) შტროს მეთაურის, გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანბატონის პირველი მეუღლე და მარიამ, ირაკლი და დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონების დედა და გიორგი ბაგრატიონის ბებია.

ბაგრატიონ-მუხრანბატონების ოჯახი ავრცელებს განცხადებას:

"საქართველოს სამეფო სახლი მწუხარებით იუწყება , რომ გუშინ , 2020 წლის 17 მარტს გარდაიცვალა მ.ს.უ. პრინცესა მარია დე ლას მერსედეს ზორნოზა ბაგრატიონ-მუხრანელი . საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის, მ.ს.უ. უფლისწული დავით ბაგრატიონ - მუხრანბატონის დედა.პრინცესა დაიბადა ესპანეთში, ქალაქ მდრიდში 1942 წლის 2 აგვისტოს. 1968 წლის 10 მარტს იქორწინა საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე ბატონიშვილ გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ - მუხრანბატონიშვილზე . სამეფო წყვილს შეეძინა სამი შვილი : მარია ანტუანეტა, ირაკლი და დავითი ."

სამეფო კლუბის სახელით ვუსამძიმრებთ ბაგრატიონ-მუხრანბატონების ოჯახს!

სამეფო კლუბის სპიკერი
 გაიოზ მამალაძე

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq