საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

თბილისში გაიხსნა ინგუშური კულტურის ცენტრი
სამეფო კლუბი
30 აპრილს თბილისში გაიხსნა ინგუშური კულტურის ცენტრი. მისი ერთ-ერთი მთავარი დამაარსებელია ბატონი მერაბ ჩუხუა. ცენტრის ხელმზღვანელები არიან  მარიამ ბეჟიტაშვილი და სარაჟდინ სულტიგოვი.
 
ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ ინგუში ერის წარმომადგენლები, მათ შორის ინგუში პოეტი, დრამატურგი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ზვიად გამსახურდიასა და საერთოდ ქართველების დიდი მეგობარი, ისა ქოაძოი.

ინგუშური კულტურის ცენტრის საინტერესო მიზნებსა და გეგმებზე დაწვრილებით ისაუბრეს მისმა ქართველმა და ინგუშმა დირექტორებმა: მარიამ ბეჟიტაშვილმა და სარაჟდინ სულტიგოვმა. ცენტრის ერთერთმა სულისჩამდგმელმა მერაბ ჩუხუამ, ქართველმა და ინგუშმა მეცნიერებმა და საზოგადოების წარმომადგენელმა..

ცენტრის გახსნას დაესწრნენ სამეფო კლუბის დამსახურებული წევრები, ბატონები: ვახტანგ ბახტაძე და დავით კლდიაშვილი, მიულოცეს ცენტრის დამაარსებლებს, სტუმრებს, დამსწრე ინგუშებს, ქართველებს და სტუმრებს ინგუშური ცენტრის დაარსება.
 სამეფო კლუბმა აღნიშნული ღონისძიებისათვის ასეთი მიმართვა გააგზავნა:

საქართველოს სამეფო კლუბი ყველას ულოცავს თბილისში ინგუშური კულტურის ცენტრის დაარსებას - ულოცავს ინგუშ ხალხს, ქართველ ხალხს, მთელ კავკასიას და კულტურულ კაცობრიობას.

            დიდი საქმე კეთდება, ვულოცავთ ორგანიზატორებს, ბატონ

მერაბ ჩუხუას, ქალბატონ მარიამ ბეჟიტაშვილს, ბატონ სარაჟდინ სულტიგოვს და ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო მის დაარსებაში და ვინც უდიდეს საქმეს აკეთებს კავკასიელი ხალხების კულტურის პოპულარიზაციაში.

            განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ეროვნული მოძრაობის ვეტერანის, იბერიულ-კავკასიური მოძრაობის იდეოლოგის, დამსახურებული ენეთმეცნიერის, პედაგოგის, საზოგადო მოღვაწის - ბატონ მერაბ ჩუხუას დამსახურება. აუცილებლად უნდა აღინიშნოს,  ბატონი მერაბ ჩუხუას დამსახურებით, თავის მეგობრებთან ერთად, საქართველომ მსოფლიოს თანამეგობრობის წინაშე დააყენა საკითხი ჩერქეზი ხალხის პოლიტიკურ-ისტორიული წარსულისა, რაც სამართლიანობის აღიარებისა და ჩერქეზი ხალხის ბედნიერი მომავალისთვისაა გამიზნული, აუცილებლად.

დიდ საქმეს აკეთებს ჩერქეზული კულტურის ცენტრი და დიდ საქმეს გააკეთებს ინგუშური კულტურის ცენტრი.

            ამიტომ, გვიხარია, რომ ბატონი მერაბ ჩუხუა გახლავთ საქართველოს სამეფო კლუბის საპატიო წევრი.

 
სამეფო კლუბის წევრებმა, სამეფო კლუბის საპატიო წევრს, ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს, ინგუშური კულტურის ცენტრის დამაარსებელს, ეროვნული მოძრაობის ვეტერანს, იბერიულ-კავკასიური მოძრაობის იდეოლოგს, დამსახურებული ენეთმეცნიერ
სს, პედაგოგს, საზოგადო მოღვაწეს, სამეფო კლუბის საპატიო წევრს - ბატონ მერაბ ჩუხუას გადასცეს სამეფო კლუბის დამსახურებული წევრის სერთიფიკატი.

ასევე, ბატონებმა, დავით კლდიაშვილმა და ვახტანგ ბახტაძემ, ჩვენი ერის სახელგანთქმულ მეგობარს, ბატონ ისა ქოაძოის, მისივე თანხმობით, გადასცეს სამეფო კლუბის განსაკუთრებული საპატიო წევრის სერთიფიკატი.

სამეფო კლუბი ულოცავს ყველას თბილისში ინგუშური კულტურის ცენტრის დაარსებას!

სამეფო კლუბმა ბატონ ისას ასეთი მიმართვა გაუგზავნა:
ბატონო ისა, 

ათასწლეულების წინ, ქართველების წინაპრები: ბარდოსი, ქართლოსი, ჰეროსი, ეგროსი და მათი ძმა, ინგუშების წინაპარი - კავკასოსი, კიდევ რამდენიმე ძმასთან ერთად, მოვიდნენ სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიაში და დასახლდნენ უფლის მიერ მათთვის ნაბოძებ მიწაზე. მას მერე, იცავენ მათი შთამომავლები კავკასიას.

დაახლოებით 2300 წლის წინ,  ქართლოსის შთამომავალმა, ფარნაოზმა, ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთმა შემოქმედმა, იქორწინა კავკასოსის შთამომავლის ასულზე და ამგვარად, ფარნავაზიანთა სამეფო დინასტიის დედამთავარი გახდა დურძუკი დედოფალი.

საუკუნეების მერე ფარნავაზიანთა სახლის წარმომადგენლის ასულზე იქორწინა ბაგრატიონთა საგვარეულოს წარმომადგენელმა, ამგვარად, ბაგრატიონთა დინასტიის დაარსებაში მონაწილეობა მიიღო ფარნავაზიანთა და დურძუკიანთა შთამომავალმა ქალბატონმა.

მას შემდეგ, ბაგრატიონების ქართული სამეფო იყო დურძუკების სამხრეთი ფორპოსტი და ინგუშეთი გახლდათ საქართველოს ჩრდილოური ფორპოსტი.

მეოცე საუკუნეში კავკასიის თავისუფლების ახალი ერა შექმნეს ქართლოსისა და ეგროსის შთამომავალებმა, მერაბ კოსტავამ და ზვიად გამსახურდიამ, კავკასოსის შთამომავლებმა ჯოხარ დუდაევმა და ისა ქოაძოიმ და სხვებმა. გაცოცხლდა ლეგენდები, იშვა ახალი ლეგენდები - თარგამოსის შთამომავალთა ძმობისა, მეგობრობისა და თავისუფლებისათვის ერთად ბრძოლისა.

თვალწინ წარმოგვიდგა გაცოცხლებული წარსული იმ კავკასიისა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ევროპის ხალხებს, ევროპისა და აზიის კულტურათა შეხვედრას და განვითარებას.

ჩვენს თვალწინ გაცოცხლდა წინაპართა მიერ დასახული გზა, თავისუფლებისა და კულტურტრეგერებისა...

ამ საქმეში უდიდესი დამსახურაბა მიუძღვის ბატონ ისა ქოაძოის, თავის ოჯახთან ერთად...

თავისუფლების აღდგენას ბევრი შრომა, ბრძოლა და თავდადება დასჭირდა, ბევრი მსხვერპლიც მოჰყვა, როგორც ეს ადრე ხდებოდა, თუმცა, თავისუფლებაზე უარს არასოდეს ამბობდა ჩვენი წინაპარი, არც კულტურაზე და შეიქმნა ახალი კულტურული ერა, იდეოლოგიის, მწერლობის, პუბლიცისტიკის, თავისუფლების სიყვარულის...

თავისუფლებისა და განვითარების შემადგენელი ნაწილად მიგვაჩნია საქართველოში ბაგრატიონ-ფარნავაზიან-კავკასიანთა დინასტიის ტახტის აღდგენაც - წართმეულის აღდგე

ნა, სრული სახელმწიფოებრიობის აღდგენა..

ამ საქმეს ემსახურება საქართველოს სამეფო კლუბი და ამგვარად, ჩვენთვის დიდი პატივი იქნება თუ ჩვენი ერის დიდი მოძმე, ჩვენი ზვიად გამსახურდიას სულიერი ძმა, ბატონი, ჩვენი ისა ქოაძოი თანახმა იქნება გახდეს საქართველოს სამეფო კლუბის განსაკუთრებული საპატიო წევრი.

საქართველოს სამეფო კლუბი




ისა ქოაძოი, მერაბ ჩუხუა, ვახტანგ ბახტაძე, დავით კლდიაშვილი
ისა ქოაძოი, მერაბ ჩუხუა, ვახტანგ ბახტაძე, დავით კლდიაშვილი

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე პანქარი
19 მარტს (1 აპრილს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე პანქარის ( +დაახლ.302) ხსენების დღეს.
წმიდა მოწამენი, ქრისანთო და დარია და მათ თანა მოწამენი, კლავდი და მეუღლე მისი ილარია და ძენი მათნი, იასონი და მავრა, დიოდორე ხუცესი და მარიანე დიაკონი
19 მარტს (1 აპრილს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა მოწამეთა, ქრისანთოსი და დარიასი და მათ თანა მოწამეთა, კლავდისი და მეუღლესი მისი ილარიასი და ძეთა მათთა, იასონის და მავრასი, დიოდორე ხუცესის და მარიანე დიაკონის (+283).
gaq