საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

გიორგობა დღეს - მეფის კურთხევა
გაიოზ მამალაძე
2023 წლის, ქართული მართლმადიდიდებლური კალენდრით - გიორგობას ლონდონში გაიმართება გაერთიანებული სამეფოს ახალი მონარქის, ჩარლზ მესამის მეფედ კურთხევა. ჩვენი ინფორმაციით, 6 მაისს ანგლიკანური ეკლესია არ აღნიშნავს წმინდა გიორგის დღესასწაულს, თუმცა, ინგლისი ითვლება წმინდა გიორგის ქვეყნად. მეტიც, ისევე როგორც ჩვენ, ბრიტანელები საკუთარ სამშობლოს ახალ იერუსალიმად, ახალი, რჩეული ხალხის, ახალი ისრაელის ცეტნრად - ახალ იერუსალიმად მოიაზრებენ. ქრისტიანულ ხალხებში ასეთი დამოკიდებულება ჩვეულებრივია. 

მეფე ჩარლზისთვის მირონის საცხებლად, წმინდა მირონი ეკურთხა იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში, იერუსალიმის პატრიარქის მიერ. წმინდა მირონი დამზადებულია ზეთისხილის ბაღში, საიდანაც ამაღლდა მაცხოვარი. სხვათა შორის, იქვე არიან დაკრძალულები მეფე ჩარლზის ორი წინაპარი, მართლმადიდბელი წმინდანები.
 
ჩვენთვის, როგორც ქართველისთვის, ძალიან სასიამოვნოა, რომ გაერთიანებული სამეფოს მეფე ხაზს უსვამს ტრადიციონალიზმს და ქრისტიანულ რწმენას.

მირონის ცხების შემდეგ, ქრისტიანული წარმოდგენით, მეფეზე გადმოვა ღვთის მადლი, რათა მან ქრისტიანული ჰუმანიზმით უხელმძღვანელოს ერს.

კორონაცია  ტრადიციულად ჩატარდება, თუმცა, ბევრი რამ იქნება ახალი. მსოფლიო ნახავს, რომ გაერთიანებული სამეფო და ერთა თანამეგობრობა ტრადიციების ერთგულნი არიან, რომ მონარქია და სახელმწიფო უფრო სახალხო და თანამდედროვე ხდება და რომ თანამეგობრობას და ერთა მშვიდობიან თანაცხოვრებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.

ბრიტანელები არ იშურებენ არაფერს, საკუთარი მეფის კურთხევისთვის, ეს ხომ მათი პრესტიჟია, თუმცა, მეფის მოთხოვნით, კურთხევა მაინც შედარებით მოკრძალებული იქნება, ბრიტანეთის მასშტაბების გათვალისწინებით და თანხები დაიზოგება. 
ისე, გაერთიანებული სამეფოს ბიუჯეტი და მაცხოვრებლები, მშრომელები, სასტუმროს მეპატრონეები, ჟურნალისტები, ტაქსის მძღოლები, საჩუქრების დამამზადებლები, რესტორნები, კაფეები, ბარები უამრავ მოგებას ნახავენ, მთელი მსოფლიოდან მეფის კურთხევის სანახავად ჩასული ტურისტებისა და მონარქისტების მხრიდან. მილიარდობით მოგება ელით ბრიტანელებს.

თუმცა, მთავარი ეგ არ არის, მთავარია სახელმწიფოსა და ხალხის, ერისა და თანამეგობრობის ერების წარმომადგენლების ინტერესები, რომელიც წარმოჩინდება 2023 წლის გიორგობას. მთელი თანამეგობრობა პირდაპირ ეთერში იხილავს კურთხევის დღესასწაულს და ტელევიზორებთან თვითონაც მიიღებს მონაწილეობას ხალხისა და მეფის ურთიერთპატივისცემის ფიცის წარმოთქმასა და ლოცვაში!

ეს იქნება ერისა და მეფის ერთიანობის გამოხატულების ყველაზე მასშტაბური ღონისძიება მსოფლიოს ისტორიაში.
წარმატება ვუსურვოთ გაერთიანებული სამეფოს მეფეს - ჩარლზ მესამეს და მის მეუღლეს, დედოფალ კამილას, სამეფო ოჯახს, გაერთიანებულ სამეფოს, ერთა თანამეგობრობას! 

რა სჯობს, როცა ქვეყანას ჰყავს ღვთისა და წინაპრების მიერ გაამორჩეული - მირონცხებული მეთაური!

დაე, ისეთივე დიდებული ეპოქა შეექმნას ჩარლზ მესამეს, როგორც მისმა დედამ და მისმა დინასტიამ შექმნა სამშობლოსათვის და მშობელი ხალხისთვის, თანამეგობრობის ყველა ერისთვის!

მეფეთა უძლეველი წინამბრძოლი - წმინდა გიორგი იყოს გაერთიანებული სამეფოსა და მისი მეფის შემწე!
ღმერთმა დალოცოს მეფე ჩარლზი და დედოფალი კამილა!

ამინ!
საქართველოს სამეფო კლუბისა და საქართველოში გაერთიანებული სამეფოს მეგობართა კლუბის სპიკერი გაიოზ მამალაძე

მამული, ენა, სარწმუნოება

იპოლიტე რომის პაპი და მის თანა წამებულნი: კენსორინე, საბინე, ქრისია ქალწული და სხვანი ოცნი მოწამენი
30 (12.02) იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა მღვდელმოწამე იპოლიტე რომის პაპისა და მის თანა წამებულთა კენსორინესი, საბინესი, ქრისია ქალწულისა და სხვათა ოცთა მოწამეთა (III)
ბასილი დიდი, გრიგოლი ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი
ვითარცა მოციქულთა თანა მოსაგრენი და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნი, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაითა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.
gaq