საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

რას ნიშნავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა აფხაზეთის მიმართულებით
გაიოზ მამალაძე

                                   აფხაზეთის სტატუსის შესახებ (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ოლქზე, ე. წ. სამხრეთ ოსეთზე, ცხინვალის რეგიონზე, რაც სინამდვილეში ჩრდილოეთ ქართლია - სხვა დროს ვისაუბრებთ)
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ქართული სახელმწიფოს მიზანი და მსოფლიო თანამეგობრობის მიერ, ყველა დონეზე, უეჭველად გაცხადებული პირობა.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, საქართველოს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით, აფხაზეთის მიმართულებით, ნიშნავს აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენას საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის დე ფაქტო აღდგენას, რომელიც დე იურე არავის გაუუქმებია და არც საერთაშორისო საზოგადოება არ შეგუებია მის დარღვევას, მთელი მსოფლიო ცნობს ჩვენს საზღვრებს 1991 წლის მდგომარეობით.

სხვა ვარიანტები, ე. წ. კონფედერაცია, ე. წ. საერთო სახელმწიფო, და ე. წ. ფედერაცია და სხვა მსგავსები, არანაირად არ ნიშნავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, არანაირად არ ნიშნავს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას, არ ნიშნავს დეოკუპაციას და სამართლიანობის აღდგენას, არ ნიშნავს საერთასორისო სამართლის აღდგენას და არ ნიშნავს მსოფლიო მიერ საქართველოს აღიარებული ტერიტორიული მთლიანობის 
წესრიგის აღდგენას საქართველოში. 

სხვა ე. წ. პროექტები, ე. წ. კონფედერაცია, ე. წ. საერთო სახელმწიფო, ფედერაცია და სხვა, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს გაცხადებული, სინამდვილეში, ნებსით თუ უნებლიედ, არის საქართველოს კონსტიტუციისა და ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგოდ მიმართული გეგმები.

მოქმედ მთავრობას, არნაირად არ აქვს უფლება საქართველოს კონსტიტუციის დარღვევისა და სეპარატისტების, სინამდვილეში ოკუპანტების მისამართით რაიმე მსგავსი პროექტები აგზავნოს, რადგან, ამის უფლებას არ იძლევა არც კონსტიტუცია, არც საერთაშრისო სამართალი და არც ამგვარი პროექტები წარუდგენია მოსახლეობისათვის საარჩევნო პერიოდში ამ მთავრობის დამაკომპლექტებელ პოლკიტიკურ ძალას და არც ამომრჩეველს არ მიუცია ხმა ამგვარი პროექტებისთვის საპარლამენტო არჩევნებში, რომლის შედეგადაც არის ჩამოყალიბებული დღევანდელი მთავრობა.ყოფილ პრეზიდენტს, და რომელიმე პერსონას, არ აქვს არანაირი უფლება საქართველოსა და ქართველი ხალხის სახელით სეპარატისტებს, სინამდვილეში ოკუპანტებს, ანუ რუსეთის იმპერიის სტრუქტურულ ქვეშევრდომებს შესთავაზოს ზემოთნახენები პროექტები - ე. წ. კონფედერაცია, ე. წ. საერთო სახელმწიფო, ე. წ. ფედერაცია და სხვა. 

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, საქართველოს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით, აღდგენილად ჩაითვლება მხოლოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რეალურად აღდგენით, როგორ არის ცნობილი საერთაშორ
ისო სამართლით.

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებ აფსარებს (რომელთაც ვუწოდებთ აფხაზებს), რა თქმა უნდა, კვლავ ექნებათ ყველა გარანტია მათი ეთნიკური ინტერესების დაცვისა, როგორც ეს იყო საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური კონსტიტუციებით გამყარებული დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლების დროს, რუსეთის იმპერიის მიერ დაგეგმილი პროვოკაციისა და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიამდე, რუსეთ-საქართველოს ომამდე.

მეტიც, შეიძლება მოფიქრებულ იქნას გარანტიების ახალი პაკეტიც.
ვიმეორებთ, საქართველოს დეოკუპაცია აფხაზეთის მიმართულებით, ოკუპირებული აფხაზეთის დეოკუპაცია ნიშნავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღდგენას.
ქართველთა ერთობა - გაიოზ მამალაძე

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსმოწამე ანდრია კრეტელი (+767)
17 (30) ოქტომბერს აღინიშნება ღირსმოწამე ანდრია კრეტელის (+767) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი ოსე (+820 ქრისტეს შობამდე)
17 (30) ოქტომბერს აღინიშნება წინასწარმეტყველი ოსეს (+820 ქრისტეს შობამდე) ხსენების დღე.
gaq