საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

მეფის დაბადების დღე - ქვეყნის დღესასწაული

დღეს ტაილანდში დიდი ეროვნული დღესასწაულია - მისი უდიდებულესობა რამა  IX-ის დაბადების დღე. მეფე 1927 წლის 5 დეკემბერს არის დაბადებული - მას 85 წელი უსრულდება. იგი ჩაკრის დინასტიის წარმომადგენელია, დინასტიისა, რომელიც ტაილანდს მართავს 1782 წლიდან.

მეფე არა მარტო უმაღლესი პირია სახელმწიფოში - ტაილანდელთა რწმენით ის არის ღვთისდარი ინკარნაცია, რომელსაც მაგიური ყოვლისშემძლეობა მიეწერება.  მაგრამ რამა IX თავისთავად არის უნიკალური პიროვნება - მას აქვს პოლიტოლოგიური განათლება; არის ჯაზის მუსიკოსი, რომელსაც დაუკრავს ბენი გუდმენთან; დიდი ტალატის მქონე კომპოზიტორი, რომელსაც დაწერილი აქვს მშობლიური ქვეყნის ჰიმნი;  მხატვარი; ფოტოგრაფი; ხელოვნური წვიმის ტექნოლოგიის რამდენიმე პატენტის მფლობელი; კომიქსი-ბესტსელერის ავტორი.

მეფე რამა დაუოკებელი ენერგიით სტუმრობს სკოლებს და საავადმყოფოებს, ეცნობა საქველმოქმედო პროექტებს და პირადად ღებულობს ღარიბ გლეხებს; წერს მხიარულ, ჭკუის სასწავლებელ წიგნებს და დაპატენტებული აქვს სათბობის ახალი სახეობა.

ყოველ 5 დეკემბერს, მეფის დაბადების დღის აღსანიშნავად, სახელმწიფო დაწესებულებები მორთულია  ილუმინაციებით - ღამით ბანგკოკი დიდი სამეფო სასახლის რაიონში  ფერებში აბდღვრიალებულ ზღაპარს მოგვაგონებს.

ნიშანდობლივია,  რომ ტაილანდში მეფის დაბადების დღეს „მამის დღესაც“ აღნიშნავენ, ხოლო დედოფლის დაბადების დღეს, 12 აგვისტოს - „დედის დღეს“ ამთხვევენ.

მამული, ენა, სარწმუნოება

25 აპრილი - ხსენება ღირსი ათანასია იღუმენიისა (+860)
ღირსი ათანასია კუნძულ ეგინზე მდებარე მონასტრის იღუმენია იყო. ის დაიბადა ღვთისმოსავი ქრისტიანების, ნიკიტას და მარინას ოჯახში. შვიდი წლის გოგონამ ფსალმუნთა წიგნი ზეპირად იცოდა. ერთხელ საქსოვ დაზგასთან მჯდომმა დაინახა, რომ ზემოდან მანათობელი ვარსკვლავი დაეშვა და მის თითებთან გაქრა. ამის შემდეგ ყრმას სული გაუნათდა და მტკიცედ გადაწყვიტა, მონასტერში წასულიყო.
25 აპრილი - ხსენება ღირსი ისააკ ასურისა (+550)
ღირსი ისააკ ასური VI საუკუნის შუა წლებში ცხოვრობდა. ის სირიიდან ჩავიდა იტალიის ქალაქ სპოლეტოში. ღირსმა მამამ მნათეებს სთხოვა, ნება დაერთოთ ტაძარში დარჩენილიყო სალოცავად და ორდღენახევარი ლოცულობდა.
gaq