საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

შვედეთში პაწაწინა პრინცესას სურათები გამოაქვეყნეს
georoyal.ge

 შვედეთის სამეფო ოჯახმა გამოაქვეყნა კრონპრინცესა ვიქტორიასა და მისი მეუღლის, პრინც დანიელის ქალიშვილის, ჰერცოგინია ესტელის ფოტოები.

 პატარა ჰერცოგინია ესტელი დაიბადა 2012 წლის 23 თებერვალს. მისი დედა გახლავთ უფროსი ქალიშვილი შვედეთის მეფის კარლ-XVI გუსტავისა და დედოფალ სილვიასი.

 შვედეთის სამეფოს მართავს ბერნადოტების გვარი - შვედეთის სამეფო დინასტია, რომელსაც დასაბამი მისცა ნაპოლეონ I-ის მარშალმა ჟან ბატისტ ჟიულ ბერნადოტმა, რომელიც 1810 წელს შვედეთის რიქსდაგმა უშვილო კარლ XIII-ის მემკვიდრედ აღიარა. 

 კრონპრინცესა ვიქტორია 34 წლის ასაკში გახდა დედა. მისი პატარა პრინცესა უკვე ატარებს ჰერცოგინიას ტიტულს. პრინცესას სრული სახელია ესტელ სილვია ევა მერი, შვედეთის პრინცესა, ესტერგოთლანდის ჰერცოგინია (Estelle Silvia Ewa Mary, prinsessa av Sverige, hertiginna av Östergötland).

პატარა პრინცესა დაიბადა შვედეთის დედაქალაქში, მაშინ სულ 51 სანტიმეტრი იყო, 3 კილო და 280 გრამი. ახლა უკვე წამოიზარდა და სერიოზული სახით პოზირებს ფოტოაპარატის წინ. თუმცა თმები ისე პატარა აქვს, ბაფთა ძლივს დაუმაგრეს...

მეფე კარლ  XVI გუსტავმა თავად გამოაცხადა თავისი შვილიშვილის, პატარა პრინცესას სახელი და ტიტული. შემდეგ სასახლეში ჩატარდა სამადლობელი წირვა.  

სახელი ესტელი ბერნადოტების ოჯახში ერქვა კარლ XVI გუსტავის  ნათლიის, ცნობილი საზ

ოგადო მოღვაწის, გრაფ ფოლკე ბერნადოტის  მეუღლეს. სილვია და ევა პრინცესას ბებიებს ერქვათ.

მამული, ენა, სარწმუნოება

25 აპრილი - ხსენება ღირსი ათანასია იღუმენიისა (+860)
ღირსი ათანასია კუნძულ ეგინზე მდებარე მონასტრის იღუმენია იყო. ის დაიბადა ღვთისმოსავი ქრისტიანების, ნიკიტას და მარინას ოჯახში. შვიდი წლის გოგონამ ფსალმუნთა წიგნი ზეპირად იცოდა. ერთხელ საქსოვ დაზგასთან მჯდომმა დაინახა, რომ ზემოდან მანათობელი ვარსკვლავი დაეშვა და მის თითებთან გაქრა. ამის შემდეგ ყრმას სული გაუნათდა და მტკიცედ გადაწყვიტა, მონასტერში წასულიყო.
25 აპრილი - ხსენება ღირსი ისააკ ასურისა (+550)
ღირსი ისააკ ასური VI საუკუნის შუა წლებში ცხოვრობდა. ის სირიიდან ჩავიდა იტალიის ქალაქ სპოლეტოში. ღირსმა მამამ მნათეებს სთხოვა, ნება დაერთოთ ტაძარში დარჩენილიყო სალოცავად და ორდღენახევარი ლოცულობდა.
gaq