საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ესპანეთის დედოფალი სოფია, რძალთან, ქალიშვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ეწვია თეატრს
georoyal.ge

ესპანეთის დედოფალი სოფია, რძალთან, ქალიშვილებთან და შვილიშვლებთან ერთად ეწვია თეატრს „კოლიზეი დე მადრიდს“, სადაც დაესწრნენ მუზიკლს „მუსიკის ჰანგები“.

სამეფო ოჯახმა ბილეთები კარგა ხნით ადრე შეიძინა, ვინაიდან სპექტაკლზე ანშლაგი იყო მოსალოდნელი. არც თეატრის ადმინისტრაცია, არც მსახიობები და არც მაყურებელი გაფრთხილებული არ ყოფილა მათი სტუმრობის შესახებ და ეს სასიამოვნო სურპრიზად იქცა მათთვის.

სპექტაკლის დასრულების მერე სამეფო ოჯახის წევრები კულისებში შევიდნენ და მიულოცეს მსახიობებს.

როცა დედოფალი ქუჩაში გავიდა, ხალხმა სიხარული ვერ დაფარა და ოვაციით შეხვდა.

მისი ოჯახის წევრების მისამართითაც გაისმოდა გულთბილი შეძახილები.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq