საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ავსტრიის ერცჰერცოგ კრისტოფისა და ადელაიდა დრაპ-ფრიშის ქორწილი
georoyal.ge

28 დეკემბერს, საფრანგეთში, ლოტარინგიის ქალაქ ნანსის მერიაში გაიმართა სამოქალაქო ქორწინება ავსტრიის ერც ჰერცოგის - კრისტოფისა და ადელაიდა დრაპ-ფრიშის.

დილით, ცერემონიის დაწყებამდე ადელაიდამ და მისმა  სამამთილომ, ერცჰერცოგმა კარლ - კრისტიან ჰოჰენცოლერნმა პატივი მიაგეს ლოტარინგიელი ჰერცოგების ხსოვნას  და ყვავილებით შეამკეს მათი განსასვენებელი კორდილიერების ეკლესიაში. დღევანდელი ავსტრიის ერცჰერცოგები ჰაბსბურგ-ლოტარინგებად იწოდებიან და ლოტარინგიის ჰერცოგები მათი წინაპრები იყვნენ.

 ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდა 40 ადამიანი, მათ შორის იყვნენ სიძე-პატარძლის მშობლები, ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი ჰენრი ოჯახით - ის კრისტოფის ბიძაა, დედის ძმა. ფურშეტის შემდეგ ბედნიერი წყვილი  აივნიდან მიესალმა მერიასთან თავმოყრილ უამრავ ხალხს.

მეორე დღეს წყვილმა ჯვარი დაიწერა  წმინდა აფრის ბაზილიკაში. პატარძალს ეცვა დიზაინერ Diane Lelys-ის შლეიფიანი გრძელი ატლასის კაბა. ადელაიდა ოცნებობდა,რომ მათი ჯვრისწერის დღე თოვლის ფანტელებს გაელამაზებინათ. მართალია, იმ დღეს არ მოთოვა, მაგრამ ფანტელების გარეშეც ლამაზი იყო ყველაფერი.

 

ხელმოწერის ცერემონიალი
ხელმოწერის ცერემონიალი
ჯვრისწერის შემდეგ
ჯვრისწერის შემდეგ
ჯვრისწერის შემდეგ
აივანზე ჯვრისწერის შემდეგ
ხალხის მისალმება
საჯარო მილოცვა ერთმანეთისთვის
თაყვანისმცემელთა სიხარულით აღფრთოვანებულნი

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq