საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ხუან კარლოსმა აღლუმი ჩაიბარა
georoyal.ge

6 იანვარს მადრიდში ტრადიციულად მოეწყო სამხედრო აღლუმი, რომელიც ჩაიბარა მეფე ხუან კარლოსმა

 წელს აღლუმის ხანგრძლივობა ჩვეულებრივზე გაცილებით ნაკლები იყო, ვინაიდან მეფე ჯერ კიდევ თავს სუსტად გრძნობს გადატანილი ოპერაციის შემდეგ. შარშან, 4 სექტემბერს, ხუან კარლოს გაუკეთეს ოპერაცია მარცხენა ფეხის მყესზე ქუსლის მიდამოებში.

მანამდე, ივნისის თვეში ესპანეთის მეფეს გაუკეთეს ოპერაცია მარჯვენა მუხლზე. 2010 წელს კი, ფილტვებიდან სიმსივნე ამოაჭრეს.

ფეხის ოპერაციის გამო, მეფე ცოტა დასუსტებულია და დიდხანს ფეხზე დგომა უჭირს. აქვე გავიხსენოთ, რომ ხუან კარლოსი წინა დღეს გახდა 75 წლისა, რის შესახებაც უკვე ვწერდით. დაბადების დღე მეფემ ძალიან მოკრძალებულად აღნიშნა, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია, და მეფის მხრიდან დაბადების დღის პომპეზურად, თუნდაც არა ძვირადღირებული ზეიმით, აღნიშვნა უხერხული იქნებოდა.

აღლუმზე მეფეს გვერდს უმშვენებდნენ დედოფალი სოფია, ტახტის მემკვიდრე ფილიპე და რძალი ლეტიცია.

აღლუმის შემდეგ სასახლეში გაიმართა მიღება.

 

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq