საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

დანიის კრონპრინცის ტყუპები ერთი წლის გახდნენ
georoyal.ge
ვინსენტი

დანიის ტახტის მემკვიდრის, კრონპრინც ფრედერიკის შვილები პრინცი ვინსენტი და პრინცესა ჟოზეფინა ერთი წლის გახდნენ. ამ თარიღთან დაკავშირებით დანიის სამეფო სასახლემ გამოაქვეყნა პატარების სურათები. ფოტოები გადაიღო მათმა დედამ, კრონპრინცესა მერიმ, ტახტის მემკვიდრის მეუღლემ.

მარგარეტ II-ის მემკიდრემ, კრონპრინცმა ფრედერიკმა მერი ელიზაბეტ დონალდსონზე იქორწინა 2004 წლის 14 მაისს. ისიც ახალი დროის „კონკიაა“, არამეფური და არამთავრული წარმოშობის.

სამეფო წყვილს პირველი შვილი, პრინცი ქრისტიან ვალდემარ ანრი ჯონი შეეძინა 2005 წლის 15 ოქტომბერს. ის მამის გამეფების შემდეგ ტახტის მემკვიდრე იქნება.

ფრედერიკის და მერის მეორე შვილი, პრინცესა ჰენრიეტა ინგრიდ მარგრეტი შეეძინა 2007 წლის 22 აპრილს.

ბედნიერ კრონპრინცს და კრონპრინცესას  შარშან, 2012 წლის 8 იანვარს შეეძინათ ტყუპი ქალ-ვაჟი.  ვაჟს ვინსენტ ფრედერიკ მინიკ ალექსანდრი დაარქვეს, გოგონას კი ჟოზეფინა სოფია ივალო მატილდა.

 

 

ჟოზეფინა
კრონპრინცი ცოლ-შვილთან ერთად
დანიის მონარქი მარგარეტ II, კრონპრინცი ფრედერიკი, პრინცი ჰენრიკი - მონარქის ქმარი და პრინცესა მერი ტყუპებთან ერთად

მამული, ენა, სარწმუნოება

25 აპრილი - ხსენება ღირსი ათანასია იღუმენიისა (+860)
ღირსი ათანასია კუნძულ ეგინზე მდებარე მონასტრის იღუმენია იყო. ის დაიბადა ღვთისმოსავი ქრისტიანების, ნიკიტას და მარინას ოჯახში. შვიდი წლის გოგონამ ფსალმუნთა წიგნი ზეპირად იცოდა. ერთხელ საქსოვ დაზგასთან მჯდომმა დაინახა, რომ ზემოდან მანათობელი ვარსკვლავი დაეშვა და მის თითებთან გაქრა. ამის შემდეგ ყრმას სული გაუნათდა და მტკიცედ გადაწყვიტა, მონასტერში წასულიყო.
25 აპრილი - ხსენება ღირსი ისააკ ასურისა (+550)
ღირსი ისააკ ასური VI საუკუნის შუა წლებში ცხოვრობდა. ის სირიიდან ჩავიდა იტალიის ქალაქ სპოლეტოში. ღირსმა მამამ მნათეებს სთხოვა, ნება დაერთოთ ტაძარში დარჩენილიყო სალოცავად და ორდღენახევარი ლოცულობდა.
gaq