საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ბელგიელი „კონკია“ კრონპრინცესა 40 წლის გახდა
georoyal.ge

ერთ-ერთი ფრანგული ჟურნალის გამოკითხვით, ყველაზე ლამაზი, გულუხვი, მგრძნობიარე და კეთილშობილი არიან „კონკია“ პრინცესები, რომლებიც სამეფო სასახლეებში არ აღზრდილან პომპეზურად და იზოლირებულად, თუმცა ბედმა გაუმართლათ და პრინცესები გახდნენ.

ამავე გამოკითხვაში ტახტის მემკვიდრის, კრონპრინცესა მატილდამ 65% მიიღო, და პირველ ადგილზე გავიდა. მას ევროპაში ყველაზე კეთილშობილ პრინცესად თვლიან. ჟურნალმა Vanity fair კი მატილდა ყველაზე ელეგანტურ ადამიანად დაასახელა.

პრინცესა მატილდა დაიბადა 1973 წლის 20 იანვარს ბელგიის ქალაქ უკელში. ის არის ბელგიის კრონპრინცის, ბრაბანთის ჰერცოგის ფილიპეს მეუღლე. მისი ქალიშვილობის გვარია მატილდა მარია ქრისტინა ჟისლეინ დ’უოკემ დ’აკოზი.

მატილდა სამეფო ოჯახის წევრი გახდა 1999 წლის 4 დეკემბერს. ჯვრისწერის შემდეგ მან ბელგიის კრონპრინცესას ტიტული მიიღო.

მატილდა იქნება ბელგიის პირველი დედოფალი, რომელიც ბელგიაში დაიბადა.

პრინცესამ დაწყებითი განათლება მიიღო ქალაქ ბასტონში. მან სკოლა ბრიუსელში დაამთავრა. ბრიუსელის ერთ-ერთი ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მიიღო ლოგოპედის დიპლომი.  ასევე წარმატებით დაამთავრა ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი.

კრონპრინცესა მატილდა ბრწყინვალედ უკრავს ფორტეპიანოზე, უყვარს როგორც კლასიკური, ასევე თანამედროვე მუსიკა. მას იზიდავს ჯანსაღი ცხოვრები

ს წესი, ცურვა, ჩოგბურთი და ბუნებაში დასვენება. კრონპრინცესა საუბრობს ფრანგულ, ინგლისურ, ჰოლანდიურ და იტალიურ ენებზე.

როგორც ვწერდით, ფილიპესა და მატილდას ჰყავთ ოთხი შვილი. მისი ცხოვრების დანარჩენი  საინტერესო დეტალების შესახებ სხვა დროს მოგითხრობთ.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq