საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

პრუსიის ტახტის მემკვიდრეს ტყუპი ვაჟი შეეძინა
georoyal.ge

2013  წლის 20 იანვარს პრუსიის პრინცს გეორგ ფრიდრიხსა და პრინცესა სოფიას შეეძინათ ტყუპები. ისიმი ბრემენში დაიბადნენ. ახალშობილებს დაარქვეს კარლ ფრიდრიხი და ლუი ფერდინანდი.

მიუხედავად ყველაფერი თანამედროვის მიმართ დიდი სიყვარულისა, პრინცმა შვილებს ტრადიციული სახელები შეურჩია.

ტყუპების სახელები დინასტიური ტრადიციის მიხედვით შეირჩა. კარლ ფრიდრიხი მიანიშნებს ჰოჰენცოლერნების ნათესაურ კავშირს მათ უმცროს შტოსთან - ჰოჰენცოლერნ-ზიგმარინგენებთან (აღნიშნული უმცროსი შტოს დღევანდელ მეთაურსაც ასე ჰქვია). სახელები - ლუი ფერდინანდი პრინცის მამასა და ბაბუას ერქვათ.

შობის დღესასწაულამდე ცოტა ხნით ადრე სამეფო წყვილი ბერლინიდან ბრემენში გადავიდა, რათა ბავშვები ტრადიციულად საგვარეულო  სასახლეში დაბადებულიყვნენ და აღზრდილიყვნენ. თავად პრინცი გეორგ ფრიდრიხიც ბრემენშია დაბადებული. იგი გახლავთ გერმანიის უკანასკნელი იმპერატორის ვილჰელმ II-ის შვილისშვლის შვილისშვილი.

ჯერ ტყუპი პრინცების ფოტოსურათები არ გამოქვეყნებულა.

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

25 აპრილი - ხსენება ღირსი ათანასია იღუმენიისა (+860)
ღირსი ათანასია კუნძულ ეგინზე მდებარე მონასტრის იღუმენია იყო. ის დაიბადა ღვთისმოსავი ქრისტიანების, ნიკიტას და მარინას ოჯახში. შვიდი წლის გოგონამ ფსალმუნთა წიგნი ზეპირად იცოდა. ერთხელ საქსოვ დაზგასთან მჯდომმა დაინახა, რომ ზემოდან მანათობელი ვარსკვლავი დაეშვა და მის თითებთან გაქრა. ამის შემდეგ ყრმას სული გაუნათდა და მტკიცედ გადაწყვიტა, მონასტერში წასულიყო.
25 აპრილი - ხსენება ღირსი ისააკ ასურისა (+550)
ღირსი ისააკ ასური VI საუკუნის შუა წლებში ცხოვრობდა. ის სირიიდან ჩავიდა იტალიის ქალაქ სპოლეტოში. ღირსმა მამამ მნათეებს სთხოვა, ნება დაერთოთ ტაძარში დარჩენილიყო სალოცავად და ორდღენახევარი ლოცულობდა.
gaq