საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

პრინცი ჰარი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა
georoyal.ge

 ბრიტანეთის სამეფო ტახტის რიგით მესამე მემკვიდრე, პრინცი ჰარი  სამშობლოში დაბრუნდა ავღანეთიდან, ის ოთხი თვის განმავლობაში  ჯარში  მსახურობდა ვერტმფრენის მეორე პილოტად.

ინტერვიუებში, რომლებიც ჩაწერილია ჰელმანდის პროვინციაში არსებულ კემპ- ბასტიონის სამხედრო ბაზაში, პრინცი საუბრობს იმის შესახებ, თუ რას გრძნობდა მაშინ, როცა ესვროდა თალიბ ტერორისტებს.

მან თქვა, რომ ზოგჯერ იძულებული ხარ ვიღაცას მოუსწრაფო სიცოცხლე, იმისათვის რომ სხვა ადამიანების სიცოცხლე იხსნა. აქედან გამომდინარე რთული სათქმელია, პრინცს შემოაკვდა თუ არა მტერი ავღანეთში ყოფნის დროს.

 ბრიტანეთის დედოფლის შვილიშვილი ბოდიშს იხდის იმ ფოტოების გამო, რომელიც მას ლას-ვეგასში შიშველს გადაუღეს. შემდეგ კი პრინცის ავღანეთში წასვლამდე ცოტა ხნით ადრე საჯაროდ გამოაქვეყნეს.

- „როგორც ჩანს ვუღალატე ჩემს თავს, ოჯახს და საზოგადოებას“... „მე არა პრინცივით მოვიქეცი, არამედ სამხედროსავით“... - განაცხადა მან. თუმცა, თავს იმით იმართლებს, რომ კერძო ტერიტორიაზე იყო და ეგონა პრივატულობა დაცული იქნებოდა.

ჰარიმ უკმაყოფილება გამოხატა თავისი პირადი ცხოვრებით დაინტერესებული მედიის მიმართ, რომელიც მას თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალებასაც კი არ აძლევს. და არა მარტო მას, არამედ მის ძმას და რძალს.

 ჰარი ამბობს, რომ  ავღანეთში ყოფნის პერიოდი ყველაზე  უფრო ნორმალური დროა მის ცხოვრებაში, რადგან მას ისე ეპყრობოდნენ, როგორც დანარჩენ სამხედრო მოსამსახურეებს.

მამული, ენა, სარწმუნოება

25 აპრილი - ხსენება ღირსი ათანასია იღუმენიისა (+860)
ღირსი ათანასია კუნძულ ეგინზე მდებარე მონასტრის იღუმენია იყო. ის დაიბადა ღვთისმოსავი ქრისტიანების, ნიკიტას და მარინას ოჯახში. შვიდი წლის გოგონამ ფსალმუნთა წიგნი ზეპირად იცოდა. ერთხელ საქსოვ დაზგასთან მჯდომმა დაინახა, რომ ზემოდან მანათობელი ვარსკვლავი დაეშვა და მის თითებთან გაქრა. ამის შემდეგ ყრმას სული გაუნათდა და მტკიცედ გადაწყვიტა, მონასტერში წასულიყო.
25 აპრილი - ხსენება ღირსი ისააკ ასურისა (+550)
ღირსი ისააკ ასური VI საუკუნის შუა წლებში ცხოვრობდა. ის სირიიდან ჩავიდა იტალიის ქალაქ სპოლეტოში. ღირსმა მამამ მნათეებს სთხოვა, ნება დაერთოთ ტაძარში დარჩენილიყო სალოცავად და ორდღენახევარი ლოცულობდა.
gaq