საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ესპანეთის მეფე 49 წლის გახდა
georoyal.ge

მისი უდიდებულესობა, ესპანეთისმეფე - ფილიპე VI - ესპანეთის მეფის ხუან კარლოს I-სა და დედოფალ სოფიას მესამე შვილია.

დაიბადა მადრიდში 1968 წლის 30 იანვარს. მის დაბადებამდე მეფესა და დედოფალს უკვე ჰყავდათ ორი ქალიშვილი ინფანტები - ელენა და კრისტინა. დაბადებისას ინფანტის წოდება მიიღო. მისი ნათლიები იყვნენ პაპამისი, ხუან კარლოსის მამა, ბარსელონის გრაფია ხუან დე ბურბონი, და ხუან დე ბურბონის დედა, ესპანეთის ყოფილი დედოფალი ვიქტორია ევგენია.

 1975 წლის 1 ნოემბერს ასტურიის, ვიანისა და ჟერონის პრინცის ტიტული მიიღო. მამამისის გამეფებისას კი, 1975 წლის 22 ნოემბერს, ტახტის მემკვიდრედ გამოცხადდა. როგორც კი სრულწლოვანი გახდა, მეფისა და კონსტიტუციისადმი ერთგულების ფიცი დადო ესპანეთის პარლამენტში.

 პრინცმა ფილიპემ მადრიდისა და კანადის სკოლების დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო  სამხედრო აკადემიაში, შეისწავლა იურისპრუდენცია და ეკონომიკა, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში მიიღო საერთაშორისო ურთიერთობის მაგისტრის დიპლომი.

 ის ოლიმპიურ თამაშებშიც იღებდა მონაწილეობას. იყო ესპანეთის ნაკრების წევრი საიალქნე სპორტში. 

ასტურიის პრინცობიას აქტიურად იყო ჩართული სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ საქმიანობაში.

გამეფებამდე ტახტის მემკვიდრემ ესპანეთის ოფიციალური  წარმომადგემლის სტატუსით მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იმო

გზაურა. პრინცობის დროს ფილიპეს მიღებული აქვს მაიორისა და კაპიტნის სამხედრო წოდება, 

არის სამხედრო, საავიაციო და ფლოტის ვერტმფრენების კვალიფიცირებული მფრინავი.

2014 წლის ივნისის დასაწყისში მამამისი ხუან კარლოს I გადადგა და ტახტზე ავიდა ფილეპე VI.

მეფის მეუღლეა ყოფილი ჟურნალისტი - დედოფალი ლეტიცია, რომელთანაც იქორწინა 2004 წლის 22 მაისს. მათ ჰყავთ ორი ქალიშვილი, ინფანტები ლეონორი და სოფია.


ჩვილი ფილიპე დედ-მამასთან და დებთან ერთად
შუაში ასტურიის პრინცი
მეფის ფიცის დადების დროს

მამული, ენა, სარწმუნოება

შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა
114 აგვისტოს აღინიშნება შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა. 1897 წლის ბერძნული ჟამნის ცნობით, კონსტანტინოპოლში უძველესი დროიდან არსებობდა ჩვეულება ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა, რისი მიზეზიც იყო აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი გავრცელება.
წმიდა იოსებ არიმათიელი
31 ივლისს (13 აგვისტოს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა იოსებ არიმათიელის (I) ხსენების დღეს.
gaq