საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ასტურიის პრინცი გამოემშვიდობა ავიამზიდ „პრინციპე დე ასტურიას“
georoyal.ge

როგორც ადრე ვწერდით, ესპანეთის ტახტის მემკვიდრის ფილიპეს ტიტულია ასტურიის, ვიანისა და ჟერონის პრინცი, მონბლანის ჰერცოგი, სერვერის გრაფი, ბატონი ბალაგერი, შემოკლებით ასტურიის პრინცი. ასე ეწოდებათ ტახტის მემკვიდრეებს ესპანეთში. ასეთი პრეცედენტები სხვაცაა, დიდ ბრიტანეთში უელსის პრინცია ტახტის მემკვიდრის წოდება. ამგვარი რამ შეიძლება საქართველოშიც დაინერგოს და ტახტის მემკვიდრეს ეწოდოს აფხაზეთის პრინცი.

 ასტურიის პრინც ფილიპეს მიღებული აქვს მაიორისა და კაპიტნის სამხედრო წოდება, 

არის სამხედრო საავიაციო და საზღვაო ფლოტის ვერტმფრენების კვალიფიცირებული მფრინავი.

იგი ამ დღეებში იყოფებოდა მცირე ზომის ავიამზიდ „პრინციპე დე ასტურიას“ ექსპლუატაციიდან ჩამოწერის, გამოსამშვიდობებელ ცერემონიალზე. ეს ავიამზიდი კარგა ხანს ემსახურა ესპანეთს.

 „პრინციპე დე ასტურიასი“ მცირე ავიამზიდია. ის დაამზადეს 1979-1980 წლებში. განკუთვნილი იყო მოკლე და ვერტიკალური აფრენის თვითმფრინავების ბაზირებისათვის. ესპანეთის შეიარაღებულ ძალებში ამ ავიამზიდმა თავის დროს შეცვალა მოძველებული ავიამზიდი „დედალო“, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროიდან ფლაგმანის როლს ასრულებდა სამხედრო ფლოტში. 

როგორც განაცხადა ესპანეთის სამხედრო ფლოტის შტაბის უფროსმა, ხაიმე მუნიოს-დელგადომ, ავიამზიდი აღარ იქნება შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში.

 ავიამზიდის ექსპლუ

ატაციიდან ჩამოწერის, "გამოთხოვების" ცერემონიალში, სამხედრო-საზღვაო ბაზა კედისში, მონაწილეობა მიიღო ასტურიის პრინცმა ფილიპემ, როგორც ქვეყნის მთავარსარდლის - მეფის წარმომადგენელმა, ასტურიის პრინცმა და სამხედრომ.

მამული, ენა, სარწმუნოება

25 აპრილი - ხსენება ღირსი ათანასია იღუმენიისა (+860)
ღირსი ათანასია კუნძულ ეგინზე მდებარე მონასტრის იღუმენია იყო. ის დაიბადა ღვთისმოსავი ქრისტიანების, ნიკიტას და მარინას ოჯახში. შვიდი წლის გოგონამ ფსალმუნთა წიგნი ზეპირად იცოდა. ერთხელ საქსოვ დაზგასთან მჯდომმა დაინახა, რომ ზემოდან მანათობელი ვარსკვლავი დაეშვა და მის თითებთან გაქრა. ამის შემდეგ ყრმას სული გაუნათდა და მტკიცედ გადაწყვიტა, მონასტერში წასულიყო.
25 აპრილი - ხსენება ღირსი ისააკ ასურისა (+550)
ღირსი ისააკ ასური VI საუკუნის შუა წლებში ცხოვრობდა. ის სირიიდან ჩავიდა იტალიის ქალაქ სპოლეტოში. ღირსმა მამამ მნათეებს სთხოვა, ნება დაერთოთ ტაძარში დარჩენილიყო სალოცავად და ორდღენახევარი ლოცულობდა.
gaq