საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ავსტრალიაში დედოფლის საიუბილეო მონეტები გამოდის
georoyal.ge

ავსტრალიაში თავისი სახელმწოფოს მეთაურის, დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის საიუბილეო მონეტები გამოდის, ოქროსი და ვერცხლის.

როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის მონარქს ავსტრალიაც აღიარებს თავის დედოფლად. მისი ტახტზე ასვლიდან 60 წელი სრულდება.

ავსტრალიის სამონეტო სახლის განცხადებით, რომელიც ქალაქ პერტში მდებარეობს, ამ თარიღთან დაკავშირებული ოქროს მონეტა 25 ავსტრალიური დოლარის ღირებულების იქნება, 999 სინჯის ოქრო, დამზადების ხარისხი უმაღლესი - „ფრუფი“, წონა 7.777 გრამი, დიამეტრი 20.60 მმ, სისქე 2 მმ, ტირაჟი სულ 1000 ცალი.

ვერცხლის მონეტის ღირებულება 1 ავსტრალიური დოლარი იქნება. დამზადდება 999 სინჯის ვერცხლისგან, დამზადების ხარისხი უმაღლესი - „ფრუფი“, წონა 31.135 გრამი, დიამეტრი 40.60 მმ, სისქე 4 მმ, ტირაჟი 7500 ცალი.

ოქროსა და ვერცხლის ამ საიუბილეო მონეტებს მსურველები შეიზენენ ქალაქ პერტში, ოქროსას 690 ავსტრალიურ დოლარად, ვერცხლისას კი 94.55 ავსტრალიურ დოლარად.

ქართული ბანკის კურსით 1 ავსტრალიური დოლარი  1.6941 ლარი ღირს. ანუ საიუბილეო ოქროს მონეტა 1168,93 ლარი, ვერცხლის მონეტა კი 160.18 ლარი ეღირება.

ნუმიზმატები მშვენიერ ექსპონატებს შეიძენენ.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
gaq