საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ნორვეგიის სამეფო ოჯახი სააღდგომო არდადეგებს მთებში გაატარებს
georoyal.ge

ნორვეგიის სამეფო ოჯახი სააღდგომო არდადეგების გასატარებლად მატარებლით გაემგზავრა აგარაკზე. მათი საზამთრო აგარაკი მდებარეობს სიკილსდალენის ხეობაში, ნორდ ფრონის მუნიციპალიტეტში, ჯოთუნჰეიმენის ხეობაში, სამხრეთ ნორვეგიაში და არის ნაწილი სკანდინავიის მთაგრეხილისა. ხეობა უერთდება ცნობილ ეს იქ 1900-1902 წლებში ააშენეს კოტეჯები, რომელსაც "პრინცის კოტეჯი" ეწოდა (Prinsehytta).

ეს კოტეჯი სამეფო ოჯახის კერძო საკუთრებაა. კოტეჯი ხისგანაა აშენებული, და ძირითადად გადახურულია თივით, ტრადიციულ ნორვეგიულ სტილში.

სამეფო ოჯახის წევრებს, განსაკუთრებით ბავშვებს ძალიან უყვართ იქ ყოფნა.

წელს დასასვენებლად ვერ გაემგზავრა ტახტის მემკვიდრის, კრონპრინც ჰოკონის მეუღლე, კრონპრინცესა მათე-მარიტი, რომელიც ახლა ნორვეგიის ბიზნეს ცენტრში სწავლობს.

 

"პრინცის კოტეჯი"
1950 წელი, პრინცესა რანჰილდი, პრინცესა ასტრიდი, მეფე ჰოკონი, კრონპრინცი ულავი, პრინცი ჰარალდი (ახლანდელი მეფე), კრონპრინცესა მარტა

მამული, ენა, სარწმუნოება

25 აპრილი - ხსენება ღირსი ათანასია იღუმენიისა (+860)
ღირსი ათანასია კუნძულ ეგინზე მდებარე მონასტრის იღუმენია იყო. ის დაიბადა ღვთისმოსავი ქრისტიანების, ნიკიტას და მარინას ოჯახში. შვიდი წლის გოგონამ ფსალმუნთა წიგნი ზეპირად იცოდა. ერთხელ საქსოვ დაზგასთან მჯდომმა დაინახა, რომ ზემოდან მანათობელი ვარსკვლავი დაეშვა და მის თითებთან გაქრა. ამის შემდეგ ყრმას სული გაუნათდა და მტკიცედ გადაწყვიტა, მონასტერში წასულიყო.
25 აპრილი - ხსენება ღირსი ისააკ ასურისა (+550)
ღირსი ისააკ ასური VI საუკუნის შუა წლებში ცხოვრობდა. ის სირიიდან ჩავიდა იტალიის ქალაქ სპოლეტოში. ღირსმა მამამ მნათეებს სთხოვა, ნება დაერთოთ ტაძარში დარჩენილიყო სალოცავად და ორდღენახევარი ლოცულობდა.
gaq