საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

დიდი ბრიტანეთის დედოფალს ახალ როლებს სთავაზობენ
News.ge

ელისაბედ მეორემ მიიღო „BAFTA“-ს (British Academy of Film and Television Arts)  პრემია იმ წვლილისათვის, რომელიც მას აქვს გაღებული დიდი ბრიტანეთის კინო და ტელეინდუსტრიაში. დედოფალი დააჯილდოვეს ვინძორის ციხე-სიმაგრეში ისეთი საპატიო სტუმრების თანდასწრებით, როგორებიც არიან: ჯორჯ ლუკასი, კრისტოფერ ნოლანი, ტომ ჰუპერი, იდრის ელბა, ედგარ რაინი, მინი დრაივერი, დემიან ლუისი და ედი რედმეინი.

ცერემონია ერთობ მხიარულად ჩატარდა. ასე, მაგალითად, „BAFTA“-ს ხელმძღვანელმა ჯონ უილისმა გაიხსენა მისი უდიდებულესობის მონაწილეობა ლონდონის ოლიმპიადის გახსნაზე და ელისაბედ მეორეს უწოდა „ბონდის ყველაზე დასამახსოვრებელი გოგონა“.

ხოლო პრიზის გადამცემმა კენეტ ბრანამ  დედოფალს აუწყა კინემატოგრაფისტთა დანაბარები: „რიგ ჩემს კოლეგებს, რომლებიც ამ საღამოს აქ არიან მოსულები, სურთ, რომ გამცნოთ -  თუ თქვენ გააგრძელებთ კარიერას ბრიტანული კინოს სამყაროში, მათ აქვთ სცენარებით სავსე საქაღალდე,სადაც თქვენთვის გათვალისწინებულია შესანიშნავი როლები“, - და იქვე დასძინა - „ყველა ეს ფილმი ჯერ არ არის დაფინანსებული, მაგრამ  თქვენი მონაწილეობის შემთხვევაში ისინი აუცილებლად დაფინანსდება!“

 

მამული, ენა, სარწმუნოება

25 აპრილი - ხსენება ღირსი ათანასია იღუმენიისა (+860)
ღირსი ათანასია კუნძულ ეგინზე მდებარე მონასტრის იღუმენია იყო. ის დაიბადა ღვთისმოსავი ქრისტიანების, ნიკიტას და მარინას ოჯახში. შვიდი წლის გოგონამ ფსალმუნთა წიგნი ზეპირად იცოდა. ერთხელ საქსოვ დაზგასთან მჯდომმა დაინახა, რომ ზემოდან მანათობელი ვარსკვლავი დაეშვა და მის თითებთან გაქრა. ამის შემდეგ ყრმას სული გაუნათდა და მტკიცედ გადაწყვიტა, მონასტერში წასულიყო.
25 აპრილი - ხსენება ღირსი ისააკ ასურისა (+550)
ღირსი ისააკ ასური VI საუკუნის შუა წლებში ცხოვრობდა. ის სირიიდან ჩავიდა იტალიის ქალაქ სპოლეტოში. ღირსმა მამამ მნათეებს სთხოვა, ნება დაერთოთ ტაძარში დარჩენილიყო სალოცავად და ორდღენახევარი ლოცულობდა.
gaq