საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > ევროპის სამეფო დინასტიები

იოზეფ I (გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერატორი)
 გერმანიის საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი იოზეფ I დაიბადა 1678 წლის 26 ივლისს.

იოზეფ I (დ. 26 ივლისი, 1678 - გ. 17 აპრილი, 1711) — საღვთო რომის იმპერატორი 1705-1711 წლებში. ის იყო იმპერატორ ლეოპოლდ I-ის უფროსი შვილი პირველი ცოლის, ელეონორ მაგდალენისაგან.

იოსეფს ჯერ კიდევ 9 წლის ასაკში, 1687 წელს მიანიჭეს უნგრეთის მეფის ტიტული, ხოლო რუმინეთის მეფის - 11 წლის ასაკში 1690 წელს. მან მიიღო საიმპერატორო ტახტი მას შემდეგ, რაც მისი მამა გარდაიცვალა.

იოზეფმა განაგრძო მამის მიერ დაწყებული  ომი  ესპანეთის მემკვიდრეობისთვის, საფრანგეთის მეფის, ლუი XIV-ის წინააღმდეგ და უშედეგოდ ცდილობდა ესპანეთის ტახტზე დაესვა თავისი უმცროსი ძმა კარლი (შემდგომში საღვთო რომის იმპერატორი კარლ VI). ამ პერიოდში, მან თავისი გამარჯვებების წყალობით ავსტრიის გავლენის ქვეშ მოაქცია იტალიის ტერიტორია. იოზეფს ასევე გაუჭიანურდა უნგრელთა ამბოხის ჩახშობა, რომელიც წაქეზებული იყო საფრანგეთის მეფის ლუი XIV-ის მიერ. ეს პრობლემა ვერც მისი უდროო სიკვდილის შემდეგ მოაგვარეს მისმა მემკვიდრეებმა.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ლაზარე ხატმწერი (+დაახლ. 857)
30 ნოემბერს არის ხსენება ღირსი ლაზარესი. ლაზარე ხატმწერი სიყმაწვილიდანვე შეუდგა მონაზვნურ ღვაწლს. იგი მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა, გამუდმებით მარხულობდა და ლოცულობდა, ამასთან, საოცარი გულმოწყალებითაც გამოირჩეოდა. ღვთივსათნო ღვაწლისა და კეთილმსახური ცხოვრებისთვის ლაზარე მღვდლად აკურთხეს. უფლის რჩეული ცნობილი იყო, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ხატმწერი.
წმიდა გრიგოლ საკვირველთმოქმედი, ნეოკესარიის ეპისკოპოსი (+დაახლ. 266-270)
წმიდა გრიგოლ საკვირველთმოქმედი, ნეოკესარიელი ეპისკოპოსი (ხსენება 30 ნოემბერს) ქალაქ ნეოკესარიაში, წარმართულ ოჯახში დაიბადა. მან ბრწყინვალე განათლება მიიღო, შემდეგ კი ძმასთან, ათინოდორესთან ერთად ბირითში გაემგზავრა, რომ იქაურ სამართლისმცოდნეობის ცნობილ სკოლაში დაესრულებინა სწავლა. გზად ჭაბუკებმა კესარიაში გაიარეს, სადაც იმჟამად ალექსანდრიის სასწავლებლის დიდი მოძღვარი, ხუცესი ორიგენე ასწავლიდა ფილოსოფიას.
gaq