საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > ევროპის სამეფო დინასტიები

სამეფო დინასტიის რეაბილიტაცია ჩერნოგორიაში
სოლომონ ლებანიძე
პეტროვიჩ-ნეგოშების დინასტიის გერბი

2011 წელს ჩერნოგორიის (იგივე - მონტენეგრო) პარლამენტმა ოფიციალურად მოახდინა  პეტროვიჩ-ნეგოშის ადგილობრივი სამეფო დინასტიის რეაბილიტაცია.

პარლამენტის გადაწყვეტილებით, სამეფო ტახტის მემკვიდრეს ნიკოლა პეტროვიჩს დაუბრუნდა ჩერნოგორიის მოქალაქეობა და ყველა სამოქალაქო უფლება.

2006 წლამდე ჩერნოგორია სერბეთის რესპუბლიკასთან ერთად ქმნიდა ერთიან ფედერაციულ სახელმწიფოს - იუგოსლავიას (შემდეგში - სერბიის და ჩერნოგორიის ფედერაცია), შემდეგ ქვეყანაში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის შედეგების საფუძველზედაც ჩერნოგორიამ დამოუკიდებლობა აღადგინა.

  1989 წელს უკანასკვნელი მონარქის - ნიკოლა I-ის, მისი მეუღლის მილენას და მათი ორი შვილის ნეშტი იყო გადასვენებული ისტორიულ სამშობლოში. ქვეყანაში მონარქიულ მართველობას 58 წლიანი ტრადიცია გააჩნია. 1851 წლიდან ჩერნოგორია სამთავროს წარმოადგენდა, 1910-18 წლებში კი - სამეფოს. პეტროვიჩ-ნეგოშის სამეფო ოჯახი აქტიურ კონტაქტში იყო ევროპის სამეფო სახლებთან. განსაკუთრებული ურთიერთობა მათ რუსეთის იმპერიასთან და რომანოვების საიმპერატორო სახლთან ჰქონდათ. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ჩერნოგორიამ დამოუკიდებლობა დაკარგა და მის  უკანასკვნელ მეფეს ნიკოლა პირველს მოუწია საფრანგეთში ემიგრაცია და ტახტზე უარის თქმა.

1918 წელს ჩერნოგორია სერბთა, ხორვატთა და სლოვენთა სამეფოს  (იუგოსლავიის) ნაწილი გახდა. იმ პერიოდისთვის ამ სამეფოს ყარაგეორგიევიჩების სერბული დინასტია მართავდა.

 ჩერნოგირიელთა მნიშვნელოვანი ნაწილი სერბეთს ადანაშაულებს ჩერნოგორიის სუვერენიტეტის და მონარქიის ხელყოფაში.

ჩერნოგორიის სერბთა, ხორვატთა და სლოვენთა სამეფოში ინკორპორაციის შემდეგ დევნილი მეფის ნიკოლა პირველის ოჯახი პარიზში დაფუძნდა. მისი შთამომავლები აქტიურად ცდილობდნენ კავშირის  დამყარებას ჩერნოგორიასთან, თუმცა ეს ინიციატივები ჩერნოგორიის მაშინდელი მთავრობის მხრიდან დიდ წინააღმდეგობებს აწყდებოდა.

მხოლოდ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დათბა ურთიერთობები ქვეყნის მთავრობასა და პეტროვიჩ-ნეგოშის დინასტიას შორის. პეტროვიჩ-ნეგოშის ოჯახი დამოუკიდებლობის იდეის ერთერთ სიმბოლოდ იქცა ჩერნოგორიული საზოგადოების თვალში. ქვეყნის ისტორიის ახლებური ინტერპრეტაციის მიხედვით, პეტროვიჩების დინასტია იყო დამხობილი ძალადობრივი აქტის მეშვეობით და ამიტომაც მისი უფლებები რეაბილიტაციას საჭიროებდა.

ქვემოთ ზოგადად შევეხებით, როგორ განხორციელდა პეტროვიჩ-ნეგოშის დინასტიის უფლებების რეაბილიტაცია.

2011 წლის 12 ივლისს ქვეყნის პატლამენტმა მიიღო კანონი „პეტროვიჩ-ნეგოშის დინასტიის შთამომავალთა რეაბილიტა

სოლომონ ლებანიძე
ციის შესახებ“.

·         ამ კანონის მიხედვით, პეტროვიჩ-ნეგოშის დინასტიის დამხობა 1918 წელს შეფასდა როგორც არალეგიტიმური და ძალადობრივი აქტი;

·         სახელმწიფომ აღიარა დინასტიის წევრების მემკვიდრეობა მამაკაცის უფროსი ვაჟის ხაზით;

·         სახელმწიფომ დინასტიის ღვაწლი და როლი აღიარა ქვეყნის კულტურულ, საზოგადოებრივ და არაპოლიტიკურ ცხოვრებაში; დინასტიის წარმომადგენლები აღიარებულნი არიან  ქვეყნის ერთიანობის და კონსტიტუციური წყობის მხარდამჭერად;

·         სახელმწიფომ აღიარა დინასტიის ჰერალდიკური სიმბოლიკა;

·         ქვეყნის პრეზიდენტმა, პარლამენტმა და მთავრობამ სამეფო დინასტიის წარმომადგენელთა პროტოკოლით გათვალისწინებული არაპოლიტიკური აქტივობა აღიარა;

·         სახელმწიფომ დაუშვა ორმაგი მოქალაქეობა სამეფო დინასტიის წარმომადგენლებისთვის; სახელმწიფოს მხარდაჭერით ჩამოყალიბდა პეტროვიჩ-ნეგოშის ფონდი, რომელსაც დინასტიის წარმომადგენლები ჩაუდგნენ სათავეში;

·         დინასტიურ ოჯახს სარგებლობაში გადაეცა (დაუბრუნდა) ჩერნოგორიის უკანასკნელი მეფის ნიკოლა პირველის სახლი, ბაღი, მამული; ასევე დაიწყო რეზიდენციის მშენებლობა ისტორიულ ქალაქ ცეტინიეში;

·         პეტროვიჩ-ნეგოშის ოჯახს სამთავრობო სასახლის გარკვეული ფართის გამოყენების უფლება მიეცა ფონდის ფუნქციონირებისა და პროტოკოლური ღონისძიებისათვის;

·         სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურს სამეფო ოჯახისთვის ადმინისტრაციული და ტექნიკური დამხარების აღმოჩენა  დაევალა; 

·         პეტროვიჩ-ნეგოშის ოჯახს პრეზიდენტის ხელფასის ოდენობის ხელფასი დაუწესდა;

 

 

ჩერნოგორიისგან განსვავებით, საქართველოში რიგ პრობლემებს ვაწყდებით. საქართველოში უფრო ხანგრძლივია მეფობის გაუქმებიდან განვლილი პერიოდი. ამას გარდა, რეალურად არსებობს ბაგრატიონთა გვარის რამოდენიმე შტო, რომელთა შორის არ არსებობს კონსენსუსი ტახტის მემკვიდრესა და ტახტის მემკვიდრეობის წესის შესახებ.

 

სოლომონ ლებანიძე

09.10.2015

https://www.youtube.com/watch?v=SushsxA6HZc 

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-07-23
ორმოცდახუთთა მოწამეთა, ნიკოპოლისს წამებულთა: ლეონტისა, მავრიკიოსისა, დანიელისა, ანტონისა, ალექსანდრესი, იანიკიტესი, სისინიოსისა, მენევსისა, ბირილადესი და სხვათა (დაახ. 319); მოწამისა აპოლონისა (III); მოწამეთა ვიანორესი და სილუანესი (IV); ღირსთა ეგვიპტელ მეუდაბნოე მამათა, ცეცხლითა და კვამლით მომწყდართა (დაახ. 398).
ორმოცდახუთი მოწამე
წმიდანნი ორმოცდახუთნი მოწამენი, წამებულნი ნიკოპოლს სომხეთისასა: ლეონტი, მავრიკიოსი, დანიელი, ანტონი, ალექსანდრე, იანიკიტე, სისინიოსი, მენევსი, ბირილადე და სხვანი (+დაახლ. 319), რომელთა ხსენებაც აღესრულება 22 ივლისს, სომხეთის ქალაქ ნიკოპოლში ეწამა კონსტანტინე დიდის თანამმართველის, იმპერატორ ლიკინიუსის (307-324) ზეობისას. ლიკინიუსი სასტიკად დევნიდა ქრისტიანებს. მან თავის, აღმოსავლეთის ოლქში გამოსცა კანონი, რომელიც წამებით სიკვდილს უქადდა ყველას, ვინც კერპებს არ სცემდა თაყვანს. როცა დევნა ქალაქ ნიკოპოლშიც დაიწყო, მაცხოვრის ორმოცმა მსასოებელმა გადაწყვიტა, ნებსით ჩაბარებოდნენ მტარვალებს და ქრისტეს სახელისათვის წამება დაეთმინათ.
პეჩორის სავანის დამფუძნებელი
ღირსი ანტონი პეჩორელი (+1073), რომლის ხსენებაც არის 23 ივლისს, დაიბადა ჩერნიგოვის მახლობლად, დაბა ლიუბეჩში. ღვთისმოშიშებით აღზრდილი ყმაწვილი, სიყმაწვილიდანვე ბერული ცხოვრების სიყვარულით იყო განმსჭვალული. მან მღვიმეც კი გამოკვეთა, სადაც დაყუდებით აპირებდა ცხოვრებას, მაგრამ მალე დარწმუნდა, რომ ამგვარი ღვაწლისთვის გამოცდილი მოძღვრის წინამძღვრობა იყო აუცილებელი და ათონის მთას მიაშურა. აქ წმიდანი ანტონის სახელით აღიკვეცა ბერად. ჭაბუკი მოსაგრე თავისი კეთილგონიერებით, თავმდაბლობით, მორჩილებით, მკაცრი მარხვითა და ღამისთევებით თვით წმიდა მთის მამებსაც კი აოცებდა.
gaq