საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

როგორ გახდა გერმანელი გეორგ ჰანოვერი ბრიტანეთის მეფე სახელწოდებით ჯორჯ I
georoyal.ge

ჯორჯ I (George I) გეორგ ლუდვიგ ფონ ჰანოვერი (გერმ. Georg Ludwig von Hannover) დაიბადა 1660 18 მარტს, ჰანოვერში.

იგი იყო ჰანოვერის კურფიურსტი 1698-1727 და დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მეფე 1714-1727 წლებში. 

1714 წელს გარდაიცვალა ინგლისის დედოფალი ანა. 1701 წლის ტახტის მემკვიდრეობის კანონის მიხედვით, ინგლისის ტახტზე  ასვლა  შეეძლოთ მხოლოდ პროტესტანტებს, ხოლო კათოლიკეებს ინგლისის ტახტზე ასვლა ეკრძალებოდათ, თუნდაც ტახტის უახლოეს მემკვიდრეებს.

ამ კანონის მიხედვით, დედოფალ ანას გარდაცვალების შემდგომ, ინგლის-შოტლანდიის ტახტის მემკვიდრე გახლა იაკობ I-ის ქალიშვილის, ელისაბედ სტიუარტის ასულის, სოფია ჰანოვერის ვაჟი გეორგი, რომელიც ამ დროს გერმანიაში ჰანოვერის კურფიურსტი გახლდათ. გეორგს თავიდან არ უნდოდა ინგლისის ტახტზე ასვლა, მაგრამ მრჩევლებმა დაარწმუნეს.

გეორგ პირველი იყო ჰანოვერთა დინასტიის პირველი წარმომადგენელი ბრიტანეთის ტახტზე. მან არ იცოდა ინგლისური და არც თავს იწუხებდა მის შესასწავლად. მისთვის უცხო გახლდათ ინგლისის კულტურა და ეროვნულ-პოლიტიკური ინტერესები. ამან საშუალება მისცა მმართველ ვიგების პარტიას განემტკიცებინა ბურჟუაზიულ-არისტოკრატიული პარლამენტის უპირატესობა მეფეზე.

 გარდაიცვალა 1727 წლის 11 აპრილს, ოსნაბრიუკში, გერმანიაში. 

მამული, ენა, სარწმუნოება

25 აპრილი - ხსენება ღირსი ათანასია იღუმენიისა (+860)
ღირსი ათანასია კუნძულ ეგინზე მდებარე მონასტრის იღუმენია იყო. ის დაიბადა ღვთისმოსავი ქრისტიანების, ნიკიტას და მარინას ოჯახში. შვიდი წლის გოგონამ ფსალმუნთა წიგნი ზეპირად იცოდა. ერთხელ საქსოვ დაზგასთან მჯდომმა დაინახა, რომ ზემოდან მანათობელი ვარსკვლავი დაეშვა და მის თითებთან გაქრა. ამის შემდეგ ყრმას სული გაუნათდა და მტკიცედ გადაწყვიტა, მონასტერში წასულიყო.
25 აპრილი - ხსენება ღირსი ისააკ ასურისა (+550)
ღირსი ისააკ ასური VI საუკუნის შუა წლებში ცხოვრობდა. ის სირიიდან ჩავიდა იტალიის ქალაქ სპოლეტოში. ღირსმა მამამ მნათეებს სთხოვა, ნება დაერთოთ ტაძარში დარჩენილიყო სალოცავად და ორდღენახევარი ლოცულობდა.
gaq