საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

გრანიკოსის ბრძოლა (ალექსანდრე მაკედონელსა და სპარსელებს შორის, ძვ. წ. 334)
ალექსანდრე დიდი გრანიკოსის ბრძოლის ველზე - კორნელის ტრუსტი
გრანიკოსის ბრძოლა (ბერძნ. Μάχη του Γρανικού) (ასევე ცნობილი, როგორც მდინარე გრანიკოსის ბრძოლა) — ბრძოლა ალექსანდრე მაკედონელსა და სპარსელებს შორის, რომელიც ძვ. წ. 334 წლის მაისში გაიმართა. 

ეს იყო მაკედონელების და სპარსელების პირველი მნიშვნელოვანი ბრძოლა, მას შემდეგ რაც ალექსანდრემ ჰელესპონტი გადაკვეთა და მცირე აზიაში შეიჭრა. ბრძოლა გაიმართა მდინარე გრანიკოსზე (ისტორიული ტროას ახლოს, დღევანდელი ბაია-ჩაი, თურქეთი). ალექსანდრემ ბრძოლაში დაამარცხა არსიტესი, არსამესი, მითრიდატე და სხვა სპარსელი მეთაურები, რომელთან ერთადაც იბრძოდნენ დაქირავებული ბერძნები მემნონ როდოსელის მეთაურობით. შეტაკებაში მრავალი სპარსელი მეთაური დაეცა. ბრძოლამ ალექსანდრეს სახელი და რეპუტაცია მოუხვეჭა. გრანიკოსის შეტაკების შემდეგ ბევრი ქალაქი ალექსანდრეს უბრძოლველად ნებდებოდა. ბრძოლის შედეგად ალექსანდრემ მცირე აზიის ნახევარი დაიპყრო.


ბრძოლის შემდეგ ალექსანდრემ თავის მოქანდაკეს, ლისიპეს უბრძანა, რომ ბრძოლის ველზე აღემართა ქანდაკებები 25 ჰეტაირი კავალერისტის ხსოვნის პატივსაცემად. ამ ქანდაკებებს ჩვენს დრომდე არ მოუღწევია.

ბრძოლა აღწერილი აქვთ არიანეს, პლუტარქეს, იუსტინიანეს და დიოდორე სიცილიელს. მათგან ყველაზე დეტალურია არიანეს ჩანაწერები.

ძვ. წ. 334 წლის მაისში ალექსანდრეს არმიამ 150 ტრირემის მეშვეობით ჰელესპონტი გადაკვეთა.პლუტარქე გვამცნობს, რომ ალექსანდრეს არმიის რაოდენობა სხვადასხვა წყაროების მიხედვით 34,000-დან 46,000 მეომრამდე მერყეობს. მაკედონიაში ალექსანდრემ თავისი გენერალი ანტიპატრე დატოვა 12,000 ქვეითით და 1,50
მოწინააღმდეგეთა განლაგება ბრძოლის ველზე
0 კავალერისტით.

თავდაპირველად ალექსანდრემ მცირე აზიაში ბერძნული ქალაქების განთავისუფლება დაიწყო. სპარსელები დიდი ხანი იგნორირებას უწევდნენ მაკედონიის არმიის მოქმედებას, თუმცა შემდეგ სასწრაფოდ შეიკრიბა საბჭო საბრძოლო გეგმის შესადგენად ქალაქ ზელეაში. კრებას ესწრებოდნენ არსამესი, რეომითრესი, პეტინესი, ნიფატესი, სპითრიდატესი, მემნონ როდოსელი და სხვა მეთაურები. მათ შორის საუკეთესო იყო დაქირავებული ბერძენის, მემნონ როდოსელის გეგმა. მისი გეგმის მიხედვით, სპარსელებს გადამწყვეტი ბრძოლისთვის თავი უნდა აერიდებინათ და ომი უნდა გაეჭიანურებინათ, უკანდახევისას კი მტრისთვის არმიის მომარაგება გაერთულებინათ. ამავე დროს თავიანთი სახმელეთო და საზღვაო ძალები მაკედონიისკენ უნდა გადაესროლათ და ომი აზიიდან ევროპაში გადაეტანათ. თუმცა სპარსელმა მეთაურებმა ეს გეგმა არ მოიწონეს. მათ გადაწყვიტეს ალექსანდრესთან ბრძოლა გაემართათ. ორი არმია ერთმანეთს მდინარე გრანიკოსთან შეხვდა.

მოწინააღმდეგეთა განლაგება ბრძოლის ველზე

არმიის მარცხენა ფლანგს პარმენიონი მეთაურობდა, ალექსანდრე კი მარჯვენა ფლანგს ჩაუდგა სათავეში.
მარჯვენა ფლანგზე მან განალაგა შემდეგი მეთაურები: ფილოტა (პარმეონიონის ძე), რომლის განკარგულებაშიც თავისმხრივ იყო 1,800 ჰეტაირი კავალერისტი, 500 კრეტელი მშვილდოსანი და 500 აგრიანელი პელტასტი; ამინტასი (არაბეუსის ძე) 600 გრძელშუბიანი კავალერისტით (სარისოფოროი), 150 პეონიელით და სოკრატეს ესკადრონით (200 მეომარი); მათთან ახლოს განლაგებულები იყო 3,000 ჰეტაირი ჰიპასპისტი ნიკანორის (პარმეონიონის ძე) მეთაურობით.

ცენ

მაკედონელების შეტევა
ტრში განლაგებული იყო ფალანგების 6 ბრიგადა პერდიკასის, კოენუსის, კრატერუსის, ამინტასის (ანდრომენესის ძე), ფილიპეს (ამინტასის ძე) და მელეაგრეს მეთაურობით. თითოეულ ბრიგადაში შედიოდნენ 1,500 მებრძოლი, რაც საერთო 9,000 ჰოპლიტს შეადგენს. ჰოპლიტების რაოდენობაზე სხვა მოსაზრებებიც არსებობს. ჯეისონ ებოტის მიხედვით ცენტრში 16,000 ჰოპლიტი იყო განლაგებული, მოერბეკერის მიხედვით კი 22,000.

მარცხენა ფლანგი შედგებოდა 1,800 თესალიელი კავალერისტისგან, რომელსაც მეთაურობდა კალა; აგოთოს დაქვემდებარებაში მყოფი თრაკიელებისგან და ბერძენი კავალერისტებისგან, რომელსაც სათავეში ედგა ფილიპე (მენელაოსის ძე). საერთო ჯამში პარმენიონის დაქვემდებარებაში იყო 2,700 კავალერისტი.

მემნონ როდოსელი და სატრაპი არსამესი თავიანთი კავალერიით სათავეში ჩაუდგნენ მარცხენა ფლანგს. მათ გვერდით განლაგებული იყვნენ პაფლაგონიელი მხედრები არსიტესის მეთაურობით. შემდეგ მოდიოდა იონიის სატრაპი სპითრობატესი, რომლის განკარგულებაშიც იყვნენ ჰირკანიელი კავალერისტები. მარჯვენა ფლანგზე განლაგებულები იყვნენ 1,000 მედელი, რეომითრესის 2,000 კავალერისტი და დაახლოებით ამდენივე ბახტრიელი. ცენტრი კი დაკავებული ჰქონდათ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებს. კავალერიის უკან განლაგებული იყვნენ დაქირავებული ბერძნები, რომელსაც სპარსი მეთაური ომარი მეთაურობდა.

არიანეს მიხედვით სპარსელების არმია შედგებოდა 20,000 კავალერისტისგან და 20,000 ქვეითისგან. დიოდორეს მიხედვით კი არმიაში 10,000-ზე ოდნავ მეტი მხედარი შედიოდა, ქვეითების რაოდენობად კი ის 100,000 ასახელებს, თუმცა ეს რი
ბრძოლის მიმდინარეობა
ცხვი ნაკლებად სარწმუნოა. ზოგიერთი წყაროების მიხედვით სპარსელთა ქვეითი ჯარი მხოლოდ ხუთი ათასს შეადგენდა.

მაკედონელების შეტევა

ბრძოლას წინ უძღოდა ალექსანდრესა და პარმენიონის ლაპარაკი. პარმენიონმა ალექსანდრეს ურჩია, რომ დაბანაკებულიყვნენ და მეორე დღემდე არაფერი მოემოქმედებინათ. ასეთ შემთხვევაში სპარსელები ან უკან დაიხევდნენ ან მდინარის მეორე ნაპირზე გადმოსვლას დაიწყებდნენ. სანამ მწყობრში ჩადგომას მოასწრებდნენ კი მაკედონელები მათზე იერიშს მიიტანდნენ. პარმენიონის აზრით იმ შემთხვევაში კი თუ ალექსანდრე შეტევას ახლავე დაიწყებდა ვერ მოასწრებდა არმიის განლაგებას სპარსელების იერიშამდე. ალექსანდრემ პარმენიონის რჩევა არ მიიღო და უპასუხა: „ჰელესპონტის ასე მარტივად გადაკვეთის შემდეგ, ამ პატარა ღელემ როგორ უნდა შეძლოს ჩვენი თუნდაც მცირე შეყოვნება“
 
პირველი იერიში

სპარსელებზე პირველი იერიში ამინტასმა (არაბეუსის ძე) მიიტანა პეონიელი კავალერისტებით და ჰიპასპისტების მცირერიცხვოვანი დანაყოფით, სოკრატეს ესკადრონთან ერთად. ამინტასისა და სოკრატეს ჯარისკაცებს სპარსელების მარცხენა ფრთის კავალერისტებმა ჯერ ნატყორცნი შუბები შეაგებეს, შემდეგ კი მემნონი თავისი კავალერისტებით მათკენ გაქანდა და ხელჩართული ბრძოლა გაუმართა. მაკედონელები მოწინააღმდეგესთან შედარებით გაცილებით მცირერიცხვოვანნი იყვნენ. ბევრი მათგანი მტრის მიერ ნასროლ შუბებს ეწირებოდა. ისინი ვალდებულნი იყვნენ მტრის წინააღმდეგ ებრძოლათ პირდაპირ მდინარიდან, სადაც მიწა არამყარი იყო. ეს სპარსელებს დამატებით უპირატესობას აძლევდა. სოკრატეს ორასკაციანმა ელიტარულ
მაკედონელტა შეტევა
მა ესკადრონმა 25 მხედარი დაკარგა. მას შემდეგ კი, რაც მემნონს სხვა სპარსელებიც წამოეხმარნენ, მაკედონელებმა სერიოზული დანაკარგები იგემეს. ასე რომ სპარესლებმა ეს იერიში მოიგერიეს. მაკედონელების დიდი ნაწილი დაიღუპა, დანარჩენებმა ალექსანდრესკენ დაიხიეს.

ალექსანდრეს კავალერიის ძირითადი შეტევა 

"ბრძოლის დროს ალექსანდრეს შუბი გადაუტყდა და თავის ერთერთ მცველს, არიტესს მიმართა, რომლის მოვალეობაც იყო მეფისთვის ახალი ცხენის და შუბის მიცემა. თუმცა არიტესის შუბიც ნაფლეთებად ქცეულიყო და ამიტომ ალექსანდრეს მოუწია მცირე ხნით გადატეხილი შუბით ბრძოლა. ცოტა ხნის შემდეგ დემარატუს კორინთელმა უბოძა მას თავისი შუბი. ამ დროს ალექსანდრემ შენიშნა დარიოსის სიძე მითრიდატე, მაშინვე გამოეყო თავისიანებს და სპარსელს შუბი პირდაპირ სახეში აძგერა. ამ დროს ალექსანდრესთან გაჩნდა როსაკესი, რომელმაც თავისი ხმალი თავში აძგერა ალექსანდრეს. მაკედონიის მეფე სიკვდილს მხოლოდ მუზარადმა გადაარჩინა. საპასუხოდ ალექსანდრემ როსაკესს შუბი გულმკერდში ატაკა და მიწაზე გადმოაგდო. შემდეგ როსაკრესის ძმამ, სპითრიდატესმა შეუტია ალექსანდრეს ზურგიდან. მას უკვე აღმართული ჰქონდა მახვილი ალექსანდრეზე, როდესაც კლიტოს შავმა მას ხმლიანად მოაჭრა ხელი, შემდეგ კი სიცოცხლეს გამოასალმა, რითაც მეფე სიკვდილისგან იხსნა." 

მაკედონელების შემდეგი შეტევა ისევ მარჯვენა ფლანგიდან დაიწყო. ამჯერად შეტევას ალექსანდრე თვითონ წარუძღვა. მან მთელი მარჯვენა ფლანგით სპარსელების მარცხენა ფრთაზე მიიტანა შეტევა, სადაც იმ დროს თავმოყრილნი იყვნენ სპარსელი მეთაურების და სატრაპების უმეტესობა.

როსაკრესის ძმამ, სპითრიდატესმა შეუტია ალექსანდრეს ზურგიდან. მას უკვე აღმართული ჰქონდა მახვილი ალექსანდრეზე, როდესაც კლიტოს შავმა მას ხმლიანად მოაჭრა ხელი, შემდეგ კი სიცოცხლეს გამოასალმა, რითაც მეფე სიკვდილისგან იხსნა

ალექსანდრეს კავალერისტების მძვინვარე შეტევა გრანიკოსის ბრძოლაზე, ანდრე კასტანის ნამუშევარი

მოწინააღმდეგეთა შორის ხელჩართული, პოზიციური ბრძოლა გაიმართა და იმის მიუხედავად, რომ ერთმანეთს მხედრები ებრძოდნენ, შეტაკება ქვეითებისას უფრო გავდა. მაკედონელები ცდილობდნენ, რაც შეიძლება შორს შესულიყვნენ სანაპიროზე და დანარჩენებისთვის გაეადვილებინათ მდინარის ფონზე გადმოსვლა. სპარსელები პირიქით ცდილობდნენ მაკედონელები უკუეგდოთ და მდინარეში გადაეყარათ. ამ ბრძოლის დროს ალექსანდრემ დახოცა სპარსელი მეთაურები:მითრიდატე და როსაკესი. ამ უკანასკნელის ძმა, სპითრიდატესი კი კლიტოს შავმა გამოასალმა სიცოცხლეს მაშინ, როდესაც მას უკვე აღმართული ჰქონდა მახვილი ალექსანდრეზე.

ამ ბრძოლის პარალელურად მაკედონელების ცენტრში თავმოყრილმა ჰოპლიტებმა მდინარის გადალახვა დაიწყეს. სპარსელებს წინა ხაზზე ქვეითები არ ჰყავდათ განლაგებული, მათ ცენტრს კი, რომელიც მხოლოდ მხედრებისგან შედგებოდა, მხოლოდ ის შეეძლო ფალანგებისთვის მანამდე დაეშინა შუბები სანამ, ამის საშუალება ექნებოდათ. საკვირველია, რომ დაქირავებული ბერძნები (ფალანგები) ადგილიდანაც არ დაძრულან მას, შემდეგ რაც მაკედონელმა ქვეითებმა შეტევა დაიწყეს. ამას არიანე იმით ხსნის, რომ ბერძნები "შეცბუნებულები" იყვნენ. 

მაკედონური კავალერიის შეტევა

სპარსელების მარჯვენა ფრთამ იერიში მიიტანა პარმენიონის კავალერიაზე, რომელიც მაკედონელების მარცხენა ფლანგზე იყო განლაგებული, თუმცა ბერძენმა და თესალიელმა მხედრებმა შეტევა უკუაგდეს და საპასუხოდ თვითონ დაიწყეს მდინარის გადალახვა.

მაკედონელთა ჯარის მოძრაობა, გრანიკოსის ბრძოლის ადგილი, მცირე აზია, იმ დროს ფარნავაზი ვაჟკაცდებოდა,
ამასობაში ალექსანდრეს კავალერისტებმა და ჰიპასპისტებმა უპირატესობა მოიპოვეს სპარსელებზე. სპარსელი მეთაურების უმეტესობა დაიღუპა. ამან მათ რიგებში არეულობა გამოიწვია და საბოლოოდ დაახლოებით ერთსაათიანი ბრძოლის შემდეგ მათ გაქცევა დაიწყეს. 1000-მდე სპარსელი დაიღუპა. დანარჩენები გაიქცნენ. სპარსელების მარცხენა ფლანგთან ერთად გაქცევა დაიწყეს ცენტრსა და მარჯვენა ფრთაზე განლაგებულმა კავალერისტებმაც, რომლებიც შესაბამისად ფალანგებმა და პარმენიონის კავალერიამ შეავიწროეს. ალექსანდრეს მტრის დევნა დიდხანს არ განუგრძია, რადგან ბრძოლის ველზე ჯერ კიდევ დარჩენილნი იყვნენ ბერძენი ჰოპლიტები

დაქირავებული ბერძნების გარშემორტყმა

მას შემდეგ, რაც მაკედონელებმა მთელი სპარსელი მხედრობა გააქციეს, ალექსანდრემ მთელი არმია სპარსეთის არმიაში მომსახურე, დაქირავებული ბერძნებისკენ მიმართა, რომელთაც ომარესი მეთაურობდა. მან განიზრახა ბერძენი ქვეითების გარშემორტყმა. მაკედონურმა ფალანგებმა პირდაპირი იერიში მიიტანეს მათზე. პარმენიონის კავალერიამ 5000 ბერძენს მარჯვნიდან შემოუარა და ზურგიდან დაარტყა. იგივე გააკეთა ალექსანდრემაც ბერძნების მარცხენა ფლანგთან. ასე, რომ ბერძნებს გასაქცევი არსაითღა დარჩათ. ბრძოლა დიდ ხანს გაგრძელდა. როგორც ბერძნებმა, ასევე მაკედონელებმაც დიდი დანაკარგები განიცადეს. ალექსანდრეს ბრძოლაში ცხენიც კი დაეღუპა (არა ბუცეფალა) ბერძენი ჰოპლიტები მთლიანად განადგურდნენ. მაკედონელებმა 2,000 მებრძოლი დაატყვევეს. არიანეს სიტყვებით: „ვერავინ შეძლო გაქცევა, მათ გარდა ვინც მოახერხა დაღუპული ამხანაგების გვამებს შორის დამალვა“
 
სპარსეთის არმია 

ამ ხანის სხვა ბრძოლებისგან განსხვავებით, სპარსელების კავალერისტების დანაკარგები ძალზედ მცირე იყო. ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ ალექსანდრეს მათი დევნა დიდხანს არ გაუგრძელებია. მათმა მარცხენა ფლანგმა ბრძოლაში 1000 მებრძოლი დაკარგა. დაახლოებით ამდენივე დაიღუპა ცენტრსა და მარჯვენა ფრთაზე განლაგებულ მხედართთაგან. თუმცა ამის მიუხედავად იმ სპარსელი მეთაურთაგან, რომლის სახელების ჩვენ დრომდე შემონახულია, თითქმის ყველა დაეცა ბრძოლის ველზე. მათ შორის: პეტინესი, ნიფატესი, სპითრიდატესი, მითრიდატე, ომარესი, როსაკრესი, მითრობუზანესი, არბუპალესი და ფარნაკესი. არსიტესმა კი, რომელმაც ბრძოლის ველიდან გაქცევა მოახერხა, ფრიგიაში თავი მოიკლა.

5000-იანი ბერძნული შენაერთი მთლიანად განადგურდა, რადგან ალექსანდრემ მათი გარშემორტყმა შეძლო და გასაქცევი არ დაუტოვა. 3000 მებრძოლი დაიღუპა ან მძიმედ დაიჭრა, 2000 კი დაატყვევეს.

მაკედონიის არმია 

მაკედონელთა რიგებში დანაკარგები გაცილებით მცირეა. პირველი იერიშის დროს დაიღუპა 25 ჰეტაირი კავალერისტი სოკრატეს ესკადრონიდან, რომელთაც ალექსანდრეს სკულპტორმა ლისიპემ ბრძოლის ველზე აღუმართა 25 ქანდაკება მათი ხსოვნის პატივსაცემად. ქანდაკებებს ჩვენ დრომდე არ მოუღწევია. მათ გარდა ასევე დაეცა 60-დან 100-მდე მხედარი. არიანეს მიხედვით მაკედონელ ქვეითებს შორის მხოლოდ 30 მებრძოლი დაიღუპა. თუმცა მათ შორის დაჭრილთა რიცხვი შედარებით მრავალრიცხვოვანია. ასეთი მცირე დანაკარგები იმითაა განპირობებული, რომ ქვეითებმა ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლი მხოლოდ ბერძნების წინააღმდეგ ითამაშეს.

მამული, ენა, სარწმუნოება

18 აპრილი - ხსენება ღირსი თეოდორა თესალონიკელისა (+892)
წმიდანის მორჩილება, მარხვა და ლოცვა სათნო ეყო უფალს და თეოდორამ სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ღირსი დედა სასწაულებს იქმოდა სიკვდილის შემდეგაც.
18 აპრილი - ხსენება მოწამეებისა: აღათოპოდი დიაკვნისა, თეოდულე მკითხველისა და სხვათა (+დაახლ. 303)
მოწამემ სიხარულით შეჰღაღადა უფალს: „დიდება შენდა, უფალო, მამაო ღვთისა ჩემისა იესო ქრისტესო. გმადლობ შენ, რამეთუ ღირს მყავ აღვესრულო სახელისა შენისათვის“, მაგრამ ფაუსტინმა ბრძანა, პატიმრები კვლავ ციხეში ჩაეყვანათ. საპყრობილეში წმიდანებმა ერთნაირი სიზმარი ნახეს: ხომალდი, რომელშიც ისინი ისხდნენ, ჩაიძირა, თვითონ კი სპეტაკი სამოსლით გამოვიდნენ ნაპირზე. მოწამეებმა მადლობა შესწირეს ღმერთს მათთვის მოწამეობრივი აღსასრულის გამზადებისთვის.
gaq