საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

ფუფუნების მოძულე ესპანეთის მეფე - ამადეუს I, რომელსაც ვერ გაუგეს...
ამადეუს I (იტალ. Amadeo I) (30 მაისი 1845 - 18 იანვარი 1890) ესპანეთის მეფე სავოიის დინასტიიდან 1870 - 1873 წლებში. ვიქტორ ემანუელ IIსა და ადელაიდა ავსტრიელის ვაჟი. იქორწინა მარია ვიქტორია დალ პაცო დელა ჩისტერიაზე.

ამადეუსი ესპანელმა კორტესებმა მეფედ იზაბელას გაგდების შემდეგ აირჩიეს. იგი ყოყმანობდა ესპანეთის ტახტზე ასვლამდე, აცნობიერებდა რომ შესაძლოა ვერ გაუკლავდებოდა მეფობას. იგი კეთილგონიერი და კეთილსინდისიერი ადამიანი იყო, მაგრამ არ იცოდა არც ესპანური ენა, არც ესპანეთის ისტორია, არც ესპანელ ხალხს და პოლიტიკურ პარტიებს იცნობდა.

 მადრიდში ჩამოსვლისას მან სცადა ხალხის მოხიბვლა სიმამაცით და უბრალოობით, მაგრამ ვერცერთი თვისება ვერ გამოავლინა. ამაყი არისტოკრატია ვერ იტანდა მის ბურჟუაზიულ მანერებს. საშუალო კლასი უფრო გაკვირვებული იყო, ვიდრე მოხიბლული მისი უბრალოობით, ხოლო ხალხის მასებმა საერთოდ ვერ აღიქვეს მეფე ფუფუნების და დასანახი დიდების გარეშე. ამადეუსმა სცადა არმიის და ფლოტის მხარდაჭერის მოპოვება, მაგრამ ოფიცრებმა უარი თქვეს კორტესების მიერ არჩეული მეფისთვის ფიცის დადებაზე. მმართველობის პერიოდში მას უწევდა სამოქალაქო ომის ზღვარზე ბალანსირება, კაბინეტების მუდმივი ცვლა, კორტესებთან მუდმივი დაპირისპირება. ბოლოს 1873 წელს მან უარი თქვა ტახტზე და დატოვა ესპანეთი. ქვეყანაში კი მაშინვე სამოქალაქო ომი დაიწყო.

მამული, ენა, სარწმუნოება

19 მაისი - ხსენება მოწამე ბარბარ ავაზაკყოფილისა
წმიდა მოწამე ბარბარ ავაზაკყოფილი საბერძნეთში ცხოვრობდა და მრავალი წელი ავაზაკობდა. სახიერმა უფალმა, რომელსაც არ უნდა ცოდვილის სიკვდილი, სინანულით აავსო მისი სული. ერთხელ, როცა ბარბარი გამოქვაბულში იჯდა და ნაძარცვს ათვალიერებდა, ღვთის მადლმა შეძრა მისი გული. ის დაფიქრდა გარდაუვალ სიკვდილზე და საშინელ სამსჯავროზე.
19 მაისი - ხსენება წმიდა მართალი იობ მრავალვნებულისა (დაახლ. 2000-1800 წ. ქრისტემდე)
წმიდა მრავალვნებული იობი (დაახლ. 2000-1800 წ. ქრისტემდე) ცხოვრობდა ჩრდილოეთ არაბეთში, ყუცის ქვეყანაში. მისი ცხოვრება აღწერილია ბიბლიაში (იობის წიგნი). არსებობს ვარაუდი, რომ იობი აბრაამის ძის, ნაქორის ვაჟი იყო. ღვთისმოშიში და ღვთისმოსავი იობი მთელი სულით უფლის ნებას იყო მინდობილი.
gaq