საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

ჰუგო კაპეტი - კაპეტინგების დინასტიის დამაარსებელი

987 წლის 1 ივნისს სანლისში საფრანგეთის მეფედ აირჩიეს ჰუგო კაპეტი.

ჰუგო კაპეტი (ფრანგ.: Hugues Capet) ( * 938 - †24 ოქტომბერი 996) კაპეტინგების დინასტიის დამაარსებელი.

პირველი მეფეები კაპეტინგების სამეფო დინასტიისა,არ ფლობდნენ დიდ ძალაუფლებას. მათი ძალაუფლება ისაზღვრებოდა ილ-დე-ფრანსის (პარიზის) ირგვლივ 100 კილომეტრის რადიუსით.ეს მაშინ როდესაც ვასალებსა და დიდგვაროვნებს ბევრად დიდი ტერიტორიები ჰქონდათ გამგებლობაში. ამ მიზეზთა გამო მათი სამეფო დინასტია დასაწყისითვის ერთგვარად სიმბოლურ ხასიათს ატარებდა.ამის დამადასტურებლად ალბათ ეს ცნობილი ისტორიული ფაქტიც საკმარისი იქნება,როდესაც დამაარსებელი საფრანგეთის სამეფო ტახტზე კაპეტინგების დინასტიისა ჰუგო კაპეტი (940-996 წლები), პოლემიკაში შევიდა ერთ-ერთ ფრანგ გრაფ პერიგორასთან, გრაფი არაფერს მოერიდა და მეფე აუგად მოიხსენია. განრისხებულმა ჰუგო კაპეტი სამეფო ტახტზე ავარდა და პერიგორას დაუყვირა: "როგორ მიბედავ ასე მელაპარაკო მეფეს?" რაზეც პასუხად საკმაოდ "ღირსეული" პასუხი მიიღო: "და ვინ შეგქმნა მეფედ?
 

მიუხედავად დასაწყისში ასეთი უპატივცემულობისა და არად ჩაგდებისა კაპეტინგების დინასტიისა, სულ მალე ეს დინასტია ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს და ძლევამოსილ სამეფო დინასტიად მოგვევლინება,რომელთა შთამომავლები დღესაც ევროპის სამეფო ხელისუფლებას უდგანან სათავეში.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა დანიელი, სერბელი მთავარეპისკოპოსი (+1338)
წმიდა დანიელ სერბი, ვისი ხსენებაც არის 2 იანვარს, მდიდარი და დიდგვაროვანი მშობლების ერთადერთი ძე, სერბეთის მეფის, სტეფანე უროშ მილიუტინის დაახლოებული პირი იყო. მან უარი თქვა საერო კარიერაზე და ბერად აღიკვეცა. ნეტარი დანიელის მოსაგრე ცხოვრება მაგალითი იყო მთელი საძმოსთვის. სერბეთის მთავარეპისკოპოსმა ევსტათემ იგი ხუცესად აკურთხა. შემდგომ უფლის რჩეული ათონის მთის ხილენდარის სავანის იღუმენად აირჩიეს.
წმიდა იოანე კრონშტადტელი (+1908)
წმიდა იოანე კრონშტადტელი, ვისი ხსენებაც არის 2 იანვარს, 1829 წლის 19 ოქტომბერს დაიბადა პინეჟის მაზრის სოფელ სურაში, ადგილობრივი ეკლესიის მედავითნის ხელმოკლე ოჯახში. ახალშობილი იმდენად სუსტი იყო, რომ მშობლებს არც კი ეგონათ, დილამდე თუ იცოცხლებდა, ამიტომ იმავე ღამეს მონათლეს. წმიდანმა წერა-კითხვა ოჯახში ისწავლა. ათი წლისა კი ადგილობრივ სასწავლებელში შეიყვანეს. თავდაპირველად ყმაწვილს ძალიან გაუჭირდა სწავლა, მაგრამ, ღვთის წყალობით, შემდგომ ყველაფერი კარგად წარიმართა.
gaq