საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

ბიზიანტიის კეთილმსახური იმპერატორი თეოდოსი II

თეოდოსი II უმცროსი (401 წლის 10 აპრილი - 450 წლის 28 ივლისი) — აღმოსავლეთ რომის იმპერატორი 408-450 წლებში. აღმოსავლეთ რომის იმპერატორ არკადიუსის ვაჟი. მამის სიკვდილის შემდეგ 408 წელს 7 წლის ასაკში გახდა აღმოსავლეთ რომის იმპერატორი.

გადმოცემის თანახმად, მამამისმა, მომაკვდავმა არკადიუსმა მისი მფარველობა სპარსეთის მეფეს იეზდიგერდს თხოვა. მანაც იმედები არ გაუცრვა არკადიუსს და ომით დაემუქრა ყველას ვინც თეოდოსის აუჯანყდებოდა.

 სახელმწიფოს მართვა თავდაპირველად პრეფექტ ანთიმიუსს დაევალა, ხოლო შემდეგ თეოდოსის უფროს დას პულხერიას (ასევე წმინდანს), რომელიც 16 წლისა იყო და სიბრძნით გამოირჩეოდა. მან სასახლიდან გააძევა მამაკაცები რათა „ნაკლებად ყოფილიყო მზაკვრობა და ხრიკები”, ხოლო თვითონ კი ქალწულების აღთქმა დადო. პულხერია მარჯვედ უძღვებოდა სახელმწიფოს მართვას.

პულხერიამ ძმას მრავალმხრივი განათლება მისცა. ის იმდენად ლამაზად წერდა, რომ მას მეორენაირად „კალიგრაფსაც” უწოდებენ. იგი დის წყალობით, ასევე, ღრმადმორწმუნე მართლმადიდებელი იყო.

421 წელს, პულხერიას თაოსნობით, იმპერატორმა იქორწინა მრავალმხრივ განათლებულ ევდოკიაზე. ევდოკიასა და პულქერიას შორის გარკვეული პერიოდის შემდეგ უთანხმოება ჩამოვარდა და პულხერია საკუთარი ნებით გაერიდა სახელმწიფოს მართვა-გამგეობას. ცოტა ხნის შემდეგ მეუღლისადმი თვითონ დედოფლის ერთგულებაში შეიტანეს ეჭვი. რის შემდეგაც ი
ს საკუთარი ნებით გადასახლდა იერუსალიმში, სადაც აღესრულა კიდეც. ამის შემდეგ თეოდოსიმ დაითანხმა თავისი და სასახლეში დაბრუნებულიყო.

თეოდოსიუსი მმართველობის უდიდესი პერიოდი თუ არ ჩავთვლით მცირე დაპირისპირებას სპარსეთთან, მშვიდობიანობა იყო. ხოლო 447 წელს იმპერიას თავს დაესხა ჰუნების ბელადი ატილა. ბრძოლაში ბიზანტიელები დამარცხდნენ და ზავის სანაცვლოდ თეოდოსიუსი დათანხმდა ხარკის გადახდას.

 თეოდოსიუსი დროს კონსტანტინოპოლს შემოავლეს მძლავრი გალავანი, რომელიც ცნობილია „თეოდოსიუსის კედლების” სახელით. 425 წელს გაიხსნა კონსტანტინოპოლის უნივერსიტეტი. 438 წელს გამოსცა თეოდოსიუსის კოდექსი, რომელიც მოიცავდა სისხლის, საეკლესიო და სამოქალაქო სამართალს (Codex Thedosianus).

მისი მეფობის დროს, ჩატარდა ეფესოს საეკლესიო კრება იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება - მართლმადიდებლების მიერ აღიარებული მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება. გაიმართა ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,

თეოდოსი ნადირობის დროს გადმოვარდა ცხენიდან, დაიზიანა ხერხემალი და მეორე დღეს გარდაიცვალა.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი პამვა მეუდაბნოე (IV)
ღირსი პამვა, ვისი ხსეენბაც არის 31 ივლისს, ეგვიპტეში, ნიტრიის უდაბნოში მოსაგრეობდა IV საუკუნეში. როგორც ჩანს, იგი დაბალი ფენის წარმომადგენელი იყო - სიყმაწვილეში განათლება არ მიუღია. როცა ამა სოფლის ამაო ცხოვრებიდან განდგომა განიზრახა, მან ერთ ბერს სთხოვა, ფსალმუნთა შესწავლაში დახმარებოდა, რადგან თავად წერა-კითხვა არ იცოდა. ოცდამეთვრამეტე ფსალმუნის სიტყვებმა - „ვთქუ: ვიმარხნე გზანი ჩემნი, რაჲთა არა ვცოდო ენითა ჩემითა“, - ისე შეძრა ნეტარი, რომ ამ დროიდან მოყოლებული მდუმარების სიყვარული წმიდა მამის ერთ-ერთი უმთავრესი სათნოება გახდა. წმიდა პამვამ მალე გაითქვა სახელი თავისი წმიდა ცხოვრებით.
წმიდა მოწამე ემილიანე (+363)
წმიდა მოწამე ემილიანე, ვისი ხსენებაც არის 31 ივლისს, იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობისას აღესრულა ქრისტესთვის. იულიანეს სურდა, წარმართული ღვთაებების კულტი აღედგინა იმპერიაში, ამიტომ ქვეყნის ყოველ კუთხეში დაგზავნა ბრძანება - ამოეხოცათ ყველა ქრისტიანი. მდინარე დუნაის ნაპირას მდებარე ქალაქ დოროსტოლში, სადაც წმიდა ემილიანე ცხოვრობდა, მეფის წარჩინებული მოხელე კაპიტოლინი ჩავიდა იმპერატორის ბრძანების აღსასრულებლად. წმიდა ემილიანე წარმართთა შესაკრებელში შევიდა, დაამსხვრია ცრუღმერთების ქანდაკები, დაამხო სამსხვერპლოები და მიიმალა.
gaq